10:02, Monday, 13.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დაკავებულები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ

30.09.2013

 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

2013 წლის 13 სექტემბერს, მოქალაქე იუსუფ ლაკაევი და მისი თანმხლები პირები _ ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე დააკავეს. ლაკაევს ბრალი საქართველოს სსკ-ის 3531 და მე-2 ნაწილებით ედება, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლებაზე თავდასხმასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს კი - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ ბრალი წაყენებული, რაც პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.  

აღნიშნული პირები ბათუმში, 13 სექტემბერს, სროლის ინციდენტის შემდეგ დააკავეს. ორმხრივი სროლის შედეგად, დაიჭრა ერთი პოლიციელი და გამვლელი, ასევე ლაკაევიც. 

„ისინი ეწეოდნენ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას“ _ განაცხადეს სახელმწიფო ბრალმდებლებმა სასამართლო პროცესზე. დაკავებული ფირუზ წულუკიძე კი, ამბობდა, რომ გარეგნობის გამო ტერორისტებთან აიგივებენ. დაკავებულები სასამართლოში სისხლიანი ტანსაცმლით მიიყვანეს. წულუკიძე და ბახუნტარიძე ბრალდებას არ ეთანხმებიან და დანაშაულს არ აღიარებენ.

წულუკიძის და ბახუნტარაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე დაკავებულების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. ის საქმის პირად კონტროლზე აყვანას საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს სთხოვს: „ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარაძის დაკავების შემდეგ, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის ფაქტს, რაც გამოიხატა ბრალდებულების განსაკუთრებული სისასტიკით ცემაში და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაში. ბრალდებულებზე, ცემის შედეგად, ფიზიკური დაზიანების კვალი დასტურდება ბრალდებულების გარეგნული დათვალიერების ოქმებითა და სხვა სამედიცინო დოკუმენტებით. ასევე, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების შედგენა, ისევე როგორც მათი პირადი ჩხრეკა, განხორციელდა მათი ფაქტობრივი დაკავებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ. სწორედ აღნიშნული დროის შუალედში, დაკავებული ბრალდებულების მიმართ ვიდრე დაიწყებოდა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას“ - 
აღნიშნა ადვოკატმა. 

ცემის ფაქტების შესახებ, აღნიშნულია წულუკიძის მიერ პროკურატურისათვის მიცემულ ჩვენებაშიც: „ხელბორკილები რომ დაგვადეს, ამის შემდეგ გვირტყეს წიხლებით, იარაღით. მეც და თემურიც სულ დასისხლიანებულები ვიყავით. სად არის თქვენი ალაჰი, მოგეხმაროთო, სად არიან კაკაბაძე და ჟურნალისტები, პრესკონფერენციებს რომ მართავდითო - გვეუბნებოდნენ. ერთ–ერთი თავის თანამშრომელს ეუბნებოდა, ხელები გაუხსენით, გაიქცეს, ვესროლოთ და აქვეჩავაძაღლოთო“.

დაკავებამდე ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე აცხადებდნენ, რომ ისინი რელიგიური ნიშნით იდევნებოდნენ. ფირუზ წულუკიძის თქმით, იმის გამო, რომ მუსლიმია და წვერს ატარებს, მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვეს, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. თემურ ბახუნტარიძემ კი განაცხადა, რომ რამდენჯერმე დაიბარეს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა და მოსთხოვეს რელიგიური მოწოდებები შეეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა (http://www.ick.ge/articles/15781-i.html) ბრალდებულთა დაკავებამდე გამოაქვეყნა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონთან, 20 წლის ფირუზ წულუკიძესთან და მის მწვრთნელთან თემურ ბახუნტარიძესთან ჩაწერილ ვიდეოინტერვიუებს. აჭარელ მუსლიმებთან ინტერვიუ მათ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. რესპოდენტები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს შს სამინისტროს მიერ რელიგიური ნიშნით იდევნებიან და კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებენ. 

დაკავებულებს წაყენებული ბრალდება შეიძლება დაუმძიმდეს, თუკი გამოძიება დაადგენს, რომ მათ კავშირი ჰქონდათ რომელიმე უცხო ქვეყნის დანაშაულებრივ ჯგუფთან. ასევე, შესასწავლია ბრალდებულების სახლებიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებული დეტალები. 

ლაკაევი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მის ინტერესებს სახელმწიფო 
ადვოკატი მამუკა ზოიძე იცავს. ლაკიევის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა პროცესში მონაწილეობა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოახერხა. 

„ის ქართველ ხალხს და დაჭრილ პოლიციელს ბოდიშს უხდის. ამბობს, რომ ეს გასროლა მოულოდნელობის ეფექტით მოუვიდა. ლაკიევი აღიარებს ყველა დანაშაულს, ოღონს ბრალდებას ერთ ნაწილში არ ეთანხმება - მას პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის წინასწარი განზრახვა ჰქონდა“ - განაცხადა ადვოკატმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე (http://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/5495) განთავებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს ოპერატიული ინფორმაცია გააჩნდა, რომ ფირუზ წულუკიძე ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთში. ხოლო თემურ ბახუნტარაძე მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას უწევდა. 

თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე, ქუთაისის ციხეში გადაყვანამდე, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სახალხო დამცველის ბათუმის წარმომადგენელმა, გიორგი ჩარკვიანმა მოინახულა. რის შემდეგაც, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური განცხადებით მიმართა მთავარ პროკურორს: „14 და 15 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველისრწმუნებული, საკითხის შესწავლის მიზნით, აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულ პირებს - ფირუზ წულუკიძესა და თემურ ბახუნტარაძეს შეხვდა. ორივე დაკავებულს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მათი განმარტებით, დაკავების დროს მიიღეს. 

ასეთივე ჩანაწერია გაკეთებული აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებულ პირად საქმეებში“- აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა“, _ წერია განცხადებაში, რომელიც სახლახო დამცველის საიტზეა განთავსებული.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC