კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნებიდან არჩევნებამდე - ხალხი ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს

15 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წელის შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს დადებითად აფასებს. 

სხვა მოსაზრებები აქვთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,“ ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების  ლიდერებს. ისინი თვლიან, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში ვითარება არსებითად არ შეცვლილა. პირიქით, უკუსვლაა როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.
   
რას ფიქრობს ხალხი, ამომრჩეველი, აღნიშნულთან დაკავშირებით? მათი აზრით, რა შეიცვალა ქვეყანაში ბოლო ერთი წლის მანძილზე, არჩევნებიდან არჩევნებამდე?

humanrights.ge-მ ქუჩის გამოკითხვა მოამზადა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, აზრის დაფიქსირება რიგით მოქალაქეებს სთხოვა: 

გიორგი ჯავახაძე, ეკონომისტი, 40 წლის: „ვფიქრობ, რომ დადებითი მხარეები უფროა ვიდრე უარყოფითი. მაგალითად, მედიცინის, კერძოდ დაზღვევის კუთხით. ასევე, განათლების სფეროში არის წინსვლა. ვგულისხმობ, საბავშვო ბაღების გადასახადიდან გათავისუფლებას, ასევე, უფასო სახელმძღვანელოებს სკოლებში. არ მსმენია, ამ ერთი წლის მანძილზე კერძო საკუთრება ყოფილიყო ხელყოფილი. ასევე, მისასალმებელია ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოელებზე მიწის მიყიდვას ეხება. დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლება ქუთაისისკენაც გამოიხედავს და მოგვარდება ისეთი ყოფითი პრობლემები, როგორიცაა წყალმომარაგება და ა. შ“ 

ლელა თოლორდავა, ჟურნალისტი, 40 წლის: „ჩემი აზრით, ის მოლოდინი, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახლდა, არ გამართლდა. ხალხმა ერთი წლის წინ დიდი ენთუზიაზმით შეცვალა ხელისუფლება. ამ ფონზე, არჩევნებიდან ერთი წლის თავზე ხალხი, სამწუხაროდ, იმედგაცრუებულია. ამიტომაც, მომავალ არჩევნებს, ვფიქრობ, ამომრჩეველი ცოტათი დაბნეული ხვდება. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ როგორც არასდროს, ისე ჭირს პროგნოზის გაკეთება.“ 

ნიკუშა ხიდაშელი, ეკონომისტი, 43 წლის: „2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდი ახლაც შიშით მახსენდება. ვფიქრობდი, რა შეიძლება მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებას ისევ „ნაციონალები“ მოიპოვებდნენ. შეიძლება არაპოპულარულია ამის თქმა, მაგრამ დამიჯერეთ, მართლა მეშინოდა. ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი იყო. 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები როგორც მთელმა საქართველომ, ისე მეც დიდი სიხარულით მივიღე და დაველოდე ცხოვრების გაუმჯობესებას. ამ მოლოდინში მთელი წელი გავიდა. არ მინდა ეს მოლოდინი საპრეზიდენტო არჩევნეის შემდეგაც გამიგრძელდეს. მსურს დაიწყოს ცვლილებები.“ 

ირმა რევიშვილი, დიასახლისი, 37 წლის: „2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხალხის სასარგებლოდ, სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. შეიძლება ხელისუფლების წევრებისთვის შეიცვალა, არ ვიცი. ფაქტია, პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ვნახოთ, რა იქნება. ისე კი, მგონია, რომ მოცემული კანდიდატებიდან შთაბეჭდილებას ვერცერთი ახდენს.“

ნატო გოქსაძე, გამყიდველი, 55 წლის: „არ მინდა ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტია, რომ კვლავ უმუშევრობაა. ამასთან, რუსეთი გვიტევს, ისევ მავთულხლართებზე ვსაუბრობთ, ადამიანები შიშის ქვეშ ცხოვრობენ. ასევე, შეჩერებულია მშენებლობები. თუმცა, გაზრდილია პენსია და ესეც მნიშვნელოვანია. ალბათ კვლავ იქნება სიახლეები. ვნახოთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული. მინდა იმედით განვეწყო. მინდა ჩემმა შვილებმა დამოუკიდებელ, წელში გამართულ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც არ იქნება რუსული ანექსია და არც დანარჩენი ყოფითი პრობლემები.“ 

ახალი ამბები