კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რის მიხედვით ირჩევს გორის მოსახლეობა პრეზიდენტს

15 ოქტომბერი, 2013
 
მარიამ ლეჟავა, შიდა ქართლი

„ცესკოს“ მონაცემებით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 23 საპრეზიდენტო კანდიდატია დარეგისტრირებული. არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დროს რჩება. გორის მოსახლეობაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად სასურველი კანდიდატის შერჩევისთვის ემზადება. www.humanrights.ge  გორში მაცხოვრებ ამომრჩევლებს ესაუბრა. ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რის მიხედვით ირჩევენ სასურველ კანდიდატებს ამომრჩევლები. 

გიორგი მახარობლიძე: „უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვის ვაძლევ ხმას. სასურველი კანდიდატის საარჩევნო პროგრამასაც გავეცანი,რა თქმა უნდა, პროგრამის მიხედვით ვაძლევ ხმას.“

იზოლდა ზაქარაშვილი: „საარჩევნო პროგრამას არ გავცნობივარ. ყველა იმას ამბობს, პენსიებს მოგიმატებთ, დახმარებები გაიზრდება. მე თვითონ არავის ვაძლევ ხმას. არც პენსია მაქვს, არც დახმარება. ღმერთის გარდა, არავინ არ დაგეხმარება.“

თამარ ზურაშვილი: „ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს არ ვიცნობ, მხოლოდ რამდენიმე მაქვს გაგონილი. ტელევიზორი არ მაქვს, რასაც ხალხისგან გავიგონებ, იმის მიხედვით ვარჩევ კანდიდატს. მე პირადად დავით ბაქრაძეს ვაძლევ ხმას, ძალიან მომწონს მისი გამოსვლები.“

ნინო ბერიკაშვილი: „ჯერ ვფიქრობ, ვის მივცე ხმა. მაგრამ, ალბათ მაინც-გიორგი მარგველაშვილს. „ქართული ოცნება“ ეხმარება ხალხს და იმედის თვალით ვუყურებ. საარჩევნო პროგრამას არ გავცნობივარ. ტელევიზორში, რასაც ვუყურებ, სხვა კანდიდატების მიმართ ცუდი განწყობა არ მაქვს, თუმცა მაინც „ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატზე ვაკეთებ არჩევანს.“

ბექა მიხანაშვილი: „ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებიდან იმას მივცემ ხმას, ვინც მომეწონება. საარჩევნო პროგრამას არ ვიცი სად უნდა გავეცნო.“

ნათია მელაძე: „რაღაც განსაკუთრებულს ველოდები,რაც გადამაწყვეტინებს ვის მივცე ხმა. როგორც მაგალითად, შარშან იყო ციხის კადრები. საარჩევნო პროგრამის გაცნობას არ ვაპირებ.“

როგორც მოსახლეობასთან საუბრისას ირკვევა, გორში დარეგისტრირებული ამომრჩევლები, საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს არ იცნობენ და მათ მხოლოდ ზედაპირული დაკვირვების შედეგად ირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ  გასულ წელს იმ ვებ-გვერდებზე, რომელზეც საპარლემენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა საარჩევნო პროგრამები იყო განთავსებული, ვიზიტორთა რაოდენობა, არჩევნების შემდეგ გაორმაგდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, მოსახლეობამ ჯერ აირჩია საარჩევნო სუბიექტი და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცნო პროგრამებს. 

ახალი ამბები