გურჯაანის 12-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანში, კაბინებში საპრეზიდენტო კანდიდატების სია გამოკრული არ არის. სიები უბანზე თვალსჩინო ადგილზე გამოკრულია, მაგრამ კანონმებლობა ითვალისწინებს რომ ის, უშუალოდ კაბინაში უნდა გამოიკრას. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საჩივარიც დაწერა, თუმცა საჩივარი რეაგირების გარეშე დარჩა და კომისიის წევრებს სიები ამ დრომდე არ გამოუკრავთ.