16:42, Friday, 22.01.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პრესკონფერენცია ყინწვისში დაკავებული პოლიტპატიმრების პრობლემებზე

16.12.2013

 
ნინო დევიძე

13 დეკემბერს  ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა, ყოფილი პოლიტპატიმრების, წარსულში ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული პირების პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არ ცდილობს გამოიძიოს წინა წლებში საპატიმროებში მომხდარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და მეორე მხრივ, არ ცდილობს გადახედოს იმ ასობით საქმეს, რომლებზეც უკანონო განაჩენია გამოტანილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2013 წლის 5 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა შეესწავლათ 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებული ადამიანების საქმე და კომპეტენციის ფარგლებში მოეხდინათ რეაგირება მათ მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ნესტან ლონდარიძის თქმით, აღნიშნული საქმე კონსტიტუციური უფლებების შელახვის სამწუხარო მაგალითია, რაც აშკარად იკვეთება მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლისას. მისივე თქმით, დღემდე ამ განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ეს ფაქტი მათ აფიქრებინებთ, რომ საქმის ხელოვნურად გაჭიანურება ხდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან ერთად, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასაც ითხოვს: „ეს კომისია სამართლიანობის აღდგენის ძირითად ბერკეტს წარმოადგენს, რასაც ყინწვისში დაკავებული ადამიანების გარდა, უკანონობის მსხვერპლი ათასობით ადამიანი ელოდება. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სწრაფად უნდა მოხდეს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და იმ უამრავი უკანონოდ გამოტანილი განაჩენის ხელახალი გადახედვა, რაც პრობლემას ქმნის ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებაში. თუმცა პროკურატურას ახლაც აქვს ბერკეტი, მოახდინოს იმ საქმეების გამოძიება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა აღძრული”. 

ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ნიკოლოზ გოგუაძე კი, ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს  გამოიყენონ ის ახალი გარემოებები, რომლებიც მის საქმესთან დაკავშირებით იქნა გამოკვეთილი: „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნება, რომელიც ყველა დაზარალებულ პირს სამართლის აღსრულებაში დაეხმარება“. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC