კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანულ სოფლებში დამკვირვებლებს სრულფასოვნად დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ

15 ივნისი, 2014
 
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, აზერბაიჯანულ სოფლებში - ქეშალოში, მუღანლოში, ლამბალოსა და თულარში დამკვირვებლებისთვის საარჩევნო პროცესის დაკვირვება გართულებულია, რადგან უბნებზე სამუშაო ენა აზერბაიჯანულია. 

ნესტან ლონდარიძე, დამკვირვებელი: „კომისიის წევრები ერთმანეთს და შემოსულ ამომრჩევლებს აზერბაიჯანულად ესაუბრებიან. შეიმჩნევა, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა არ იცის ხმის მიცემის პროცედურები. საარჩევნო კაბინაში რამდენიმე ადამიანი ერთდროულად შედის. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარეს შენიშვნა უკვე მივეცით და თუკი ფაქტი ისევ განმეორდა, საჩივარსაც აუცილებლად დავწერთ. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როცა ამომრჩევლებმა არ იცოდნენ, როგორ უნდა შემოეხაზათ ბიულეტენზე მათთვის სასურველი კანდიდატი, ატრიალებდნენ ბიულეტენს და მეორე, ცარიელ მხარეს წერდნენ კანდიდატის სახელს და გვარს. ასეთი შემთვევების დროს, კომისიის წევრები ამომრჩევლებს უხსნიან ხმის მიცემის პროცედურას, მაგრამ ვინაიდან ისინი აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობენ, ჩვენთვის რთულია გარკვევა, ამ დროს კონკრეტულად რაზე ესაუბრებიან კომისიის წევრები ამომრჩევლებს. ფაქტობრივად, უბნებზე სამუშაო პროცესი მთლიანად აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობს, რაც საარჩევნო პროცესის სრულფასოვნად დაკვირვებაში ხელს გვიშლის“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში არჩევნებს 2012 და 2013 წლებშიც აკვირდებოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე ორგანიზაციის დამკვირვებლები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დროს არ დამდგარან, რადგან საარჩევნო უბნებზე კომუნიკაცია ქართულ და რუსულ ენაზეც იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები