04:59, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სარჩელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

23.07.2014

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი    

მიკერძოებული, უსამართლო, ტენდენციური - ასე აფასებს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი თინათინ ზაქარაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებულ კონკურსს. პროფესიით ჟურნალისტი ზაქარაშვილი აღნიშნული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უპირისპირდება და მას დისკრიმინაციულ ქმედებებში ამხელს.

„საინტერესოა, რა საჭიროა კონკურსი, რომლის შედეგები წინასწარვე ცნობილია. ამ კონკურსის შედეგად ოთხ ვაკანტურ ადგილზე ზუსტად ის პირები დაინიშნენ, ვინც თავიდანვე მოიაზრებოდნენ და, რაც მთავარია, უკვე მუშაობდნენ ამ პოზიციებზე. ყოველთვის იყო საუბარი, რომ არ მქონდა სამეცნიერო ხარისხი, მაგრამ მაშინაც და დღესაც უნივერსიტეტში სწორედ ასეთი, სამეცნიერო ხარისხის არმქონე ხალხი კითხულობს ლექციებს. მე კი, ვინც ხარისხიც დავიცავი და გარკვეული პედაგოგიური გამოცდილებაც მაქვს, კვლავ იგნორირებული ვარ“, - აცხადებს თინათინ ზაქარაშვილი.

იგი მედიალაბორატორიის პროექტზეც საუბრობს, რომლის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპატრამენტის ხელმძღვანელობას გააცნო და მისივე თქმით, მოწონებაც დაიმსახურა. 

„უნივერსიტეტის რექტორატის მიერ გაპიარდა კიდეც ეს პროექტი, მაგრამ მოგვიანებით ესეც დაიბლოკა. უბედურება ისაა, რომ ამ ქალაქში და ამ უნივერსიტეტში ნაცნობ-მეგობრობა და ნათესაური კავშირებია ყველაფრის განმსაზღვრელი და არა პროფესიონალიზმი და თუნდაც, სამეცნიერო ხარისხი“, -  ამბობს უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, რომელიც თავს სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გრიგოლ ქობალიანის „მძევლად“ მიიჩნევს.  თავად ქობალიანი კი, რომელიც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ყოველივეს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

„მე ვინ ვარ, რომ უნივერსიტეტში თინიკო ზაქარაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხი გადავწყვიტო? კონკურსი ჩატარდა, რომელსაც კომპეტენტური პიროვნება ხელმძღვანელობდა და რომელიც, მინდა შეგახსენოთ, არ გახლავთ ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი. თუმცა, მე არ მიკვირს ამ ადამიანის საქციელი, რომელიც შანტაჟის გზით ცდილობს სამართლიანობის მოპოვებას.  მე მიკვირს, რატომ არ ფიქრობს ის იმაზე, რომ როგორ შეიძლება ვდევნიდე მას უნივერსიტეტიდან, როცა სხვადასხვა დროს რეკომენდაციას ვუწევდი  სხვადასხვა აკრედიტებულ უნივერსიტეტებში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა“, - აცხადებს გრიგოლ ქობალიანი. 

იგი თვლის, რომ ზაქარაშვილის გააქტიურება და მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული კონკურსის არაობიექტურობაზე ახლა საუბარი შემთხვევითი არ არის და ყოველივეს მოახლოებულ კონკურსს უკავშირებს, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტში,  ამჯერად სხვა აკადემიური თანამდებობების მოსაპოვებლად,  უახლოეს დღეებშია დაგეგმილი და რომელშიც თავად გრიგოლ ქობალიანი მონაწილეობს.   

„ეს არის წინასაკონკურსო შანტაჟი და ზეწოლა კომისიაზე, კონკურსზე, რომელიც ხვალ და ზეგ უნდა გაიმართოს. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, დაადგა ამ არამართებულ გზას, რათა გამომიწვიოს მე და გამოიწვიოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. თუმცა, უნივერსიტეტშიც და მის ფარგლებს გარეთაც იციან, ვინ ვარ მე და ვიინ არის თინიკო ზაქარაშვილი“, - ამბობს გრიგოლ ქობალიანი.

humanrights.ge წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს შალვა კირთაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, კანონის თანახმად, პოზიციებზე ჯერ აკადემიური პერსონალი უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგ მოწვეული ლექტორები: „ამ ეტაპზე აღნიშნულ დეპარტამენტში საათები შეზღუდულია, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ კადრი დავიმატოთ. გარდა ამისა, თინათინ ზაქარაშვილმა კონკურსში დაბალი შეფასება მიიღო. დღეს კი იმაზე საუბარი, რომ კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ჩვენი უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური კადრით დაკომპლექტება სწორედ აღნიშნული კონკურსის შედეგია“.

უნივერსიტეტის პრორექტორი გრიგოლ ქობალიანის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზეც საუბრობს. ამბობს, რომ მისი წვლილი ჟურნალისტიკის განყოფილების როგორც დაარსების, ისე წინსვლისა და ფორმირების საქმეში დიდია.  
რაც შეეხება თინათინ ზაქარაშვილს, იგი სამართლიანობისთვის ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მან უკვე მიმართა და პირველი სხდომა მიმდინარე წლის 30 ივლისსაა ჩანიშნული.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: თინათინ ზაქარაშვილი
2014-07-24 00:24
შორენა, მე არ ვარ ფილოლოგიის მეცნიერებათ კანდიდატი, მე ვარ სოციალური მეცნიერებების დოქტორი ჟურნალისტიკის მიმართულებით. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატები არიან ყველა დანარჩენი, ვინც ჟურნალისტიკის ეგრეთ წოდებულ კათედრაზე მუშაობენ.
შალვა კირთაზეც, ვერ შეახსენეთ,თუ კონკურსში დაბალი შეფასება მივიღე, რად მთხოვა 3-ჯერ გამომეტანა სარჩელი სასამართლოდან?! ეს ხომ ვთქვი ბრიფინგზე. სხვათა შორის დაბალი არც ერთი ქულა არ მიმიღია, ეს ისე, ცნობისათვის და შემიძლია მოგაწოდოთ შეფასების ოქმი, რომ დარწმუნდეთ.
ახლა რაც შეეხება შანტაჟს, გრიგოლ ქობალიანს მივმართავ, მიაწვდენენ ხმას აუცილებლად, გინდათ შანტაჟი უწოდეთ და გინდათ ინტრიგნობა (გიყვართ თქვენ ასეთი სიტვები, რადგან თავად მიმართავთ ასეთ ხერხებს ალბათ) ეგ მე სულ აღარ მადარდებს. იმ უმსგავსობას, რასაც წლების მანძილზე ჩადიხართ, ბოლო ვიღაცამ აუცილებლად უნდა მოუღოს და თუნდაც მე ვიყო ის... ყოფილ მეუღლეს ხომ კარგად ლობირებთ, მთელი ერთი წელი (2012-2013 სასწავლო წელი) საერთოდ რომ არ ჩაუტარებია ლექციები წერეთელში, საერთოდ არ ჩამოსულა თბილისად და ვითომ ანაცვლებდით მას თქვენ ან თქვენი კოლეგები... ვითომ, აბა სტუდენტებს კითხეთ როგორ უცდებოდათ მათ ეკა თხილავას ლექციები. თავად შალვა კირთაძემაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ თქვენმა ყოფილმა მეუღლემ იმ წელს ყველა ლექცია გააცდინა, დაავიწყდა?! მე არ დამვიწყნია,. ეს მერე დაფაცურდა ეკა , მე რომ ოფიციალურად გამოვითხოვე სადისპეჩეროს მონაცემები, თუმცა გაყალბებული მომაწოდეს... უნივერსიტეტის სხვა მაღალჩინოსნებიც ადასტურებდნენ ამ ფაქტს, ისიც კი თქვეს, ქალი შვებულების დროსაც კი არ ჩამობრძანდა, მადლობა მაინც რომ ეთქვა ხალხისთვის, ერთი წელი რომ შეინახესო.... ეს მერე, 2013-2014 წლებში დაიწყო ლექციებზე სიარული. სხვა ლექტორებს არ გაუკეთეს ასეთი შეღავათები, თუნდაც მანანა კოპალიანმა აკადემიური შვებულება აიღო, რომ ვერ ახერხებდა თბილისსა და ქუთაისში ლექციების ჩატარებას ერთდროულად. მას რატომ არ გაუკეთდა არანაირი შეღავათი.თინიკო ზაქარაშვილისა და ჟურნალისტიკის კათედრის (გია ქობალიანის) „ისტორია" 2005-2006 წლიდან, თუ უფრო ადრე არა, ითვლის ფურცლებს. ჯერ კიდევ როდის მეუბნებოდნენ კოლეგები, ერთი პრესკონფერენციის ჩატარება რა პრობლემა გაგიხდაო, ნანა თვალაბეიშვილმაც მითხრა ეს არაერთხელ. და აი გავასაჯაროვე ფაქტები. თურმე შანტაჟი მოგიწყვეთ! რამეს თუ შეიგნებთ ამ ყოველივედან ხომ კარგი, თორე სათქმელი და გასახსენებელი არ გამომლევია ნამდვილად. ნელ-ნელა მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციებს, არ მოგაწყენთ, ბატონო გია. ისე ნელ-ნელა, თქვენ რომ „მირჩიეთ" 2013 წლის მიწურულს: „მერე რა რომ დოქტორი ხარ, შენ ახლა ნელ-ნელა უნდა დაიწყო საქმიანობა, კონკურსი რომ იქნებ საბუთები არ უნდა შემოიტანო, თორემ იმ ხალხს რა ვუყოთ აქ 20 წელი რომ მუშაობენ"-ო, გახსოვთ? ისევ შეგახსენებთ, მეც 1996 წლიდან, ვატარებ ლექციებს, ბატონო. აბა გამოთვალეთ, და რას უნდა ველოდო? იმას, თუ როდის მოწყინდება თქვენს ყოფილ მეუღლეს ქუთაისი საბოლოოდ, როდის წავა თუ გაიყვანენ კათედრიდან და უნივერსიტეტიდან თქვენი შვილების ნათლიას და იმ ხალხს, ვისაც წლები ლობირებთ? მალე შვილებიც წამოგესწრებათ და მერე იმათ დასჭირდებათ ადგილები არა?.... კიდევ ბევრი ართქული სათქმელი მაქვს, არ მოგაწყენთ. „ოცნების" კი გამკვირვებია, სად მოგძებნათ ასეთი კადრი. რამდენი ღირსეული, ნიჭიერი, პატიოსანი, სხვისი გონისა და პროფესიონალიზმის დამფასებელი ადამიანია ირგვლივ...
ახლა შალვა კირთაძესაც მინდა შევახსენო რაღაცეები, ნაცნოძრაობა და კაკო ბობოხიძე რომ იყო მათთვის ღმერთი და უეცრად გია ქობალიანი რომ გააკერპეს. 2012 წელია შალვა, სექტემბერი და შენ შენს კაბინეტში ასეთ წინადადებას მთავაზობ: „ ეკა თხილავა (გია ქობალიანის ყოფილი მეუღლე) ხომ იცი თბილისშია და გაუჭირდება ქუთაისში ჩამოსვლა და ლექციების ჩატარაბაო. ველაპარაკეო მითხარი და შემომთავაზეთ, შენ ჩაატარე მისი ლექციები და 400 ლარს მოგცემსო (ეს თანხა დამამახსოვრდა, ამდენიდ უღირდა სისტემატიური გაცდენები ეკას) იმ დღესვე პასუხი არ გითხარი, რაღაცეების გარკვევა მაინტერესებდა ჩემტვის. კადრებში ასოცირებული პროფესორის ხელფასით დავინტერესდი, 800ზე მეტი მითხრეს . მერე ეკასაც დავურეკე, გადავამოწმე ინფორმაცია, კიო ეგრე ვფიქრობთო, დამეთანხმა, ვნახოთო... მეორე დღეს უარის სათქმელად მოვედი შენთან. აღმოჩნდა, რომ გია ქობალიანსა და ეკა თხილავას „ოჯახურ საბჭოზე" უთათბიერებიათ და გადაუწყვეტიათ, მერე რა რომ ერთად აღარ ვცხოვრობთ, „შვილებს ხომ სჭირდებათ საერთო ბიუჯეტი". ჰოდა ჩემი უარის შემდეგ შემაშველე პასუხი: "გიამ თქვა ეკას ნაცვლად ჩვენ ჩავატარებთ ლექცციებსო....." ახლა იცის აღიარე, რომ ოფიციალური ბრძანება ეკა თხილავას ვინვეს მიერ ჩანაცვლების შესახებ წერეთლის უნივერსიტეტში არ არსებობს. აი ესეც თქვენი სამართალი და კანონიერება. კიდევ ბევრს გავიხსენებ ბატონო შალვა. ამჯერად ამას დაჯერდით. კონკურსში დაბალი შეფასება მივიღე არა, ჰოდა დამიმტკიცეთ, რატომ არ გამაცანით დანარჩენი კონკურსანტების მონაცემები, რომელი საიდომლო ან კონფიდენციალური დიკუმენტები ისინი იყო. იმასაც შეგახსენებთ, რომ თქვენი ქვისლი ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი აკაკი ბაკურაძე(აქაც ნეპოტიზმის მაგალითი) კონკურსის დაწყეებამდე როგორ შეჰყვა კომისიის წევრებს ფეხდაფეხ გია ქობალიანთან (სოციალურ მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი) ერთად „მიუკერძოებელ" კომისიას და თითქმის ნახევარი საათი „თათბირობდა" მასთან, მერე კი სახეგაბადრულები გამობრძანდნენ აუდიტორიიდან და დაამშვიდეს გვერდით აუდიტორიაში მცხდომი ყველა ის კონკურსანტი, ვინც ზარზემით „გაიმარჯვა", ყველაფერი კარგად იქნებაო...მე ამ დროს დერეფანში ვიდექი და არც კი მორიდებიათ ასე ურსხვათ ემცნოთ მათთვის, ვისაც ლობირებდნენ, სასიხარულო ამბავი...
და კიდევ, ბატონო პრორექტორო, სწორედ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელმაც 3-ჯერ მითხარით, გამოიტანე სარჩელი სასამართლოდან და ახლა დაგეხმარებით მედიალაბორატორიის იდეის განხხორციელებაშიო... გახსოვს, შალვა? პირველად როგორ მითხარი,ახლა მე და რექტორი ვამბობდით, როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელმაც გვიჩივლაო" გაგახსენდა? და მერე დაამატე “გამოიტანე საჩივარე და აწი ყველაფერში დაგეხმარებით!!!".....

დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC