21:54, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პროტესტის მეორე დღე- სოლიდარობის აქცია საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა

24.09.2014

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი  

,,დამსაქმებელი თუ მონათმფლობელი“, ,,რეალ TV“-ის კონტრაქტი“ - ამ ტრანსაფარანტებით დღეს გორში თეატრის სკვერში ტელეკომპანია ,,დია“-დან წამოსულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს.  ჟურნალისტები ,,დია“-ს ხელმძღვანელობის მხრიდან წარდგენილი კონტრაქტის კონკრეტულ პუნქტებს აპროტესტებდნენ. 
 
ხელშეკრულების მეორე მუხლის ერთ-ერთ პუნქტში წერია: „კონტრაქტორი ვალდებულია პროფესიონალური მოთხოვნების ფარგლებში შეასრულოს დამქირავებლის ყველა ბრძანება, ისეთი ვალდებულებების ჩათვლით, რომლებიც უნდა შესრულდეს არასამუშაო საათებშიც“. ხოლო კონტრაქტის დანართში შემდეგი პირობაა მითითებული: ,,კომპანიასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს, კონტრაქტორი ვადებულია კომპანიას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია, როგორც საკუთარ თავზე, ასევე ოჯახის წევრებზე: ინფორმაცია იმ ორგანიზაციებზე, სადაც კონტრაქტორს ან მის ოჯახის წევრს გააჩნია ფინანსური ინტერესი; სამსახურებრივი ურთიერთობა ან შრომითი ხელშეკრულება სხვა ორგანიზაციასთან; კრედიტორები.“ 

სწორედ ამ მუხლებს მოიხსენიებენ ,,დია“-ს ყოფილი თანამშრომლები მონათმფლობელურ და ,,რეალ TV“-ის კონტრაქტად.  ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას იხსენებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში  და განმარტავს, რომ მაშინდელი ტელევიზიიის მუშაობა ,,რეალTV” –  ის საინფორმაციო პოლიტიკისგან არ განსხვავდებოდა და ვარაუდობს, რომ ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული შრომითი ხელშეკრულებაც სწორედ ,,რეალ TV”-ის კონტრაქტის მსგავსია. 

მალხაზ მიქელაძე ჟურნალისტი: „რეალTV-ის ხელშეკრულება არ მაქვს ნანახი, მაგრამ ამბობენ რომ ამის ასლია. მოგეხსენებათ ის იყო ,,ზონდერ“  ტელევიზია. მინდა მოვუწოდო საერთაშორისო ორგანიზაციებს,  უფლება დამცველებს, ეთიკის ქარტიას რომელიც ვალდებულია ჟურნალისტის უფლებები დაიცვას, შესაბამისი  განცხადება გაავრცელოს, მიიღოს შესაბამისი ზომები რათა ჩვენი უფლებები არ შეილახოს.“

ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია საპროტესტო მსვლელობით გარძელდა ,,დიას“ შენობამდე, ადგილზე მისულმა ჟურნალისტებმა ტელევიზიის კართან დატოვეს ტრანსფარნტები.   ჟურნალისტებს არხის ხელმძღვანელობის მხრიდან არავინ გამოხმაურებია.

ნინო ჩიბჩიური ,,დიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი: ,,რაც შეეხება დღევანდელ  ჩვენს  შეკრებას, ეს  იყო   მოწოდება  ჩვენი დანარჩენ იკოლეგების მიმართ, რომლებიც მუშაობენ განსაკუთრებით რეგიონებში და ასევე მოვუწოდებთ ფლობელებს, რომ  ჟურნალისტის უფლებები  არ შეზღუდონ,  რადგან თავისუფალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი  ძალა, გაითვალისწინონ ჩვენი მაგალითი.  ჩვენი გამოსვლა არის პრეცედენტი იმისა, რომ არ დაარღვიონ ჟურნალისტის უფლებები. ჩვენმა კოლეგებმა სოლიდარობა გამოგვიცხადეს ქუთაისიდან, ბათუმიდან, თელავიდან. ჩვენ დღეს მოვიტანეთ ტრანსფარანტები  ,,დიას“  შენობასთან“. 

 ,,დია“-ს ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს მოქალაქეებმაც:
 
თამარ ედიშერაშვილი: „ახალგაზრდებმა პროფესიულ ღირსებაზე არ თქვეს უარი და ასევე, შრომის კოდექსზე მაღლა  არ დააყენეს დამქირავებლის უფლებები, ანუ ისენი სამართლებრივადაც იცავენ  თავიანთ უფლებებს და მორალურადაც.   ზუსტად მეოთხე ხელისუფლების ჩამოყალიბების ერთადერთი შანსი არის, არა ვინმეს მონა გახდე, არამედ, იყო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სინდისის პატიმარი.“

ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან“ თამარ თედლიაშვილმა, რომელიც ხელშეკრულებებს უკანონოს უწოდებს: „ის ხელშეკრულება რაც მე ვნახე, რომელსაც  თავს ახვევს დამსაქმებელი ჟურნალისტებს, არის უკანონო და სწორედ არის კლასიკური მაგალითი იმის ,  თუ როგორი არ უნდა იყოს ხელშეკრულება.   ხელშეკრულებაში  რამოდენიმე პუნქტი შეიძლება ყოფილიყო მიუღებელი, ან შესასწორებელი,  მაგრამ  ეს ხელშეკრულება არის  მთლიანდ აბსურდული..“

ტელეკოპანია ,,დია“-დან წამოსული ჟურნალიტები სახალხო დამცველისთვის, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვასაც აპირებენ. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC