06:55, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საზოგადოებრივი დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მუნიციპალიტეტების საქმიანობის მონიტორინგს იწყებენ

19.12.2014

 
საზოგადოებრივი დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებენ მონიტორინგს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც რეფორმების შედეგად ქალაქებისა და თემების თვითმმართველობების ორგანოები გაიმიჯნა. პროექტი - „მცხეთისა და გორის რაიონის მუნიციპალიტეტების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების ხელშეწყობა“ განხორციელდება გორის რაიონის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში და მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტის 3 ადმინისტრაციულ ერთეულში.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. თვითმმართველობის პროცესის დემოკრატიულად წარმართვის ხელშეწყობისათვის, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და აღნიშნული პროცესის მონიტორინგი. 

საზოგადოებრივი დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდებიან, მცხეთისა და გორის რაიონის მუნიციპალიტეტებში რამდენად  კანონმდებლობის დაცვით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს კოდექსით გათვალისწინებული კონპეტენციებისა და უფლებამოსილებების გამიჯვნის პროცესი. ამასთან, საინტერესოა თვითმმართველობის ორგანოთა საჯაროობა/საზოგადოების ჩართულობა და რამდენად აქვთ გარანტირებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს, განსაზღვრონ პრიორიტეტები, დაესწრონ გამგეობის სხდომებს, გამოთქვან მოსაზრებები, მონაწილეობა მიღონ სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების შერჩევაში, წარმოადგინონ რეკომენდაციები ან/და რამდენად აქვთ შესაძლებლობა, უკვე შემუშავებული და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში ჰქონდეთ მასზე წვდომა და საჯარო გაცნობის გზით უზრუნველყონ უფლებათა და შესაძლებლობათა რეალიზება. 

გარდა ამისა, საინტერესოა, რამდენად არიან დაინტერესებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, რეგულარულად შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოავლინონ მათი პრობლემები და საჭიროებები.  

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ პროცესზე დაკვირვება მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად. საზოგადოებრივი დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგს განახორციელებენ 5 მიმართულებით: 1. საკრებულოს საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული გამჭვირვალობის მექანიზმების მუშაობის მონიტორინგი. 2 - შერჩეული მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობის და შესრულების მონიტორინგი 3. თვითმმართველობებში საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურების მონიტორინგი 4. თვითმმართველობების წარმომადგენელების, გამგეობის თანამშრომლებისა და ასევე საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების მონიტორინგი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს შორის სამართლებრივი ურთერთობების მონიტორინგი.

პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით.
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC