07:38, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ეს შენ გეხება“ შსს-ს მოქალაქეების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე პირდაპირ წვდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

14.04.2015

 
osgf.ge

კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია გამართეს. მოქმედი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს რეალურ დროში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს და ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების კოპირება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს.

კამპანიაში „ეს შენ გეხება" გაერთიანებული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული ნორმები, რაც ამას შესაძლებელს ხდის, მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება:

● საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, საქმიანობის ადგილის, მიმოწერისა და საუბრის ხელშეუხებლობა;
● საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას;
● საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონების იმ მუხლების გაუქმება, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის (ე.წ. ორი გასაღებისა და მუდმივი მიერთების) არსებობას ითვალისწინებს.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დროისთვის უკვე გაგზავნილია და ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ სასამართლო მას უახლოეს მომავალში მიიღებს წარმოებაში. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ორგანიზაციების არგუმენტაციას დაეთანხმება, პარლამენტის მიერ 2014 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება და პარლამენტს მოუწევს ახლებურად დაარეგულიროს ფარული მოსმენებისა და თვალთვალის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

სამოქალაქო საზოგადოება უკვე ორ წელზე მეტია აქტიურად აპროტესტებს სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირ და შეუზღუდავ წვდომას მოქალაქეთა პერსონალურ კომუნიკაციაზე. კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" ადვოკატირების შედეგად, 2014 წლის აგვისტოში ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში პარლამენტმა რამდენიმე პროგრესული ცვლილება შეიტანა, რითიც კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა კანონში არ შეცვლილა მობილურ ოპერატორებში დაცულ ინფორმაციამდე შსს-ს პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა და ე.წ. შავი ყუთები ამ დრომდე სამინისტროში რჩება. ამ სისტემის არსებობა შსს-ს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში მოიპოვოს და შეინახოს ინფორმაცია მოქალაქეების მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციის შესახებ შეუზღუდავად. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC