04:56, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა სტამბულში

24.08.2015

 
2015 წლის 3-9 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სტამბულში ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა გაიმართა.  პროექტი დაფინანსებული და თანა-ორგანიზებული იყო ეუთოს უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარიატის (OSCE HCNM) მიერ.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა სემინარები და ლექციები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესახებ და მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, ოსმა და აფხაზმა იურისტებმა, უფლებადამცველებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.

პროგრამა ეუთოს უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარიატის დირექტორმა ჰენრიკ ვილლადსენმა გახსნა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მის ფუნქციებსა, რეგიონში გაწეულ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა.

საგანმანათლებლო თემატიკა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის შესახებ აქტუალურ საკითხებს, უმცირესობათა უფლებებს, გენდერულ თანასწორობას. ამის გარდა, უცხოელმა ექსპერტებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ხოლო ადგილობრივ დონეზე, ომბუდსმენის ინსტიტუტისა და არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების როლზე, მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული მაგალითები, რაც დაეხმარებათ საკუთარ თემში  ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებაში. 

აღნიშნული პროექტი სახალხო დამცველის საგანმანათლებლო ინიციატივების ნაწილია და მიზნად ისახავს როგორც ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას, ასევე, კონფლიქტებით დაშორიშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენასა და თანამშრომლობის წახალისებას. 


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC