11:33, Thursday, 17.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გურჯაანის მაჟორიტარის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება“ 290 000 ლარით დააფინანსეს

05.12.2016

 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 78,54 % მიიღო. საქართველოს პარლამენტში იგი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრია, გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“. მიმდინარე წლის ოქტომბერში დავით სონღულაშვილის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 290 000 ლარის შემოწირულობა შეიტანეს.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, 4 ოქტომბერს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ „გამსახურდიას 5“ (ს/კ - 404882926) „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა 120 000 ლარი, რაც იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური პარტიისათვის განხორციელებული წლიური შემოწირულობის დადგენილი მაქსიმალური თანხაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიაში დავით სონღულაშვილი ფლობს კაპიტალის 16%-ს, მისი დედა დარეჯან ღუღუნიშვილი-სონღულაშვილი და ძმა იოსებ სონღულაშვილი - 17 - 17%-ს. გარდა ამისა, იოსებ სონღულაშვილს ამ კომპანიის პრეზიდენტის პოზიციაც უკავია.

იმავე დღეს, სახელისუფლებო პარტიის ანგარიშზე ერთობლივად 120 000 ლარი გადარიცხეს დავით სონღულაშვილის ძმამ - იოსებ სონღულაშვილმა და შპს „გამსახურდიას 5“-ის კაპიტალის 50%-ის მფლობელმა და დირექტორმა ნუკრი ლიპარტაშვილმა (თითოეულმა - 60 000 ლარი), რაც  ფიზიკური პირის მიერ პოლიტიკური პარტიის მიმართ წლიური შემოწირულობის ზღვრული ოდენობაა.
არჩევნების მეორე ტურის წინ, 24 ოქტომბერს კი „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა დავით სონღულაშვილის მამამ - ბიძინა სონღულაშვილმა, რომელიც 2000-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობდა.

საერთო ჯამში გურჯაანის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარის ოჯახისა და ბიზნესპარტნიორის შემოწირულობებმა 290 000 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ დავით სონღულაშვილი 2004 წლიდან, 21 წლის ასაკში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე იყო, საიდანაც მალევე გადაიყვანეს მინისტრის აპარატის უფროსად. შემდეგ  იგი „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

ბოლო რამდენიმე წელია დავით სონღულაშვილი ბიზნესის სფეროში საქმიანობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, იგი ამჟამად 8 კომპანიაში ფლობს სხვადასხვა ოდენობის წილებს - შპს „ედრესი“ (59 %), შპს „ბელეზა“ (100 %), შპს „დრაი ქლინინგ ჯორჯია“ (16,67 %), შპს „რთველი 2002“ (34 %), შპს „გამსახურდიას 5“ (16 %), შპს „პროგრესი“ (50 %), შპს „ინტერგაზი“ და შპს „თიეიჩ ჯორჯია“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ დავით სონღულაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე 7 000 ლარის შემოწირულობა განახორციელა.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC