04:21, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აუდიტის სამსახურმა სამი პოლიტიკური გაერთიანება დააჯარიმა

11.12.2016

 
ნათია გოგოლაშვილი

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამი პოლიტიკური გაერთიანება ჯამში 378 200 ლარით დააჯარიმა. 187 000 ლარით დაჯარიმდა პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“  შემომწირველი შვიდი პირი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ 1 შემომწირველი - 183 200 ლარის ოდენობით. ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებული პირების ჯამური სანქცია 8 000 ლარია. ამასთან, ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.

5 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების კამპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერება. ამ დროისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოკითხულია 120 პირი; მათ შორის, „ქართული ოცნების“ - 35, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - 12, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 42 და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ - 18 შემომწირველი. 
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა: „ქართული ოცნება დაჯარიმდა მხოლოდ 8 000 ლარით, მაშინ, როდესაც მათდამი შემოწირულობა მილიონებს შეადგენს. ასევე არ დაჯარიმებულა ნაციონალური მოძრაობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტრუქტურა დღესაც არის პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი და დღესაც იყენებენ მას არასასურველი პარტიების დასასჯელად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ჯარიმა არის უკანონო. ჯარიმა არ არის მხოლოდ 180 000, ამას ემატება კიდევ პარტიის ჯარიმა - 90 000 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტიპის პარტია ფინანსურად უნდა განადგურდეს?! ეს არის ზეწოლა და ტერორი”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და შემომწირველთა საქმიანობაში ეჭვს არ შეიტანს: „იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად არ გამოიყენებს ხელისუფლება აუდიტის სამსახურს. დარწმუნებული ვარ, სასამართლოში ამ ადამიანების შემოსავლები  დამტკიცდება“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შემომწირველი პირის დაჯარიმების გადაწყვეტილებას მხოლოდ აუდიტის სამსახური არ იღებს, ამ პროცესს მკაცრ კონტროლს უწევს სასამართლო, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვის შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

„როდესაც ჩვენ ვსწავლობთ შემოწირულობას, მოვიპოვებთ ინფორმაციას მათი შემოსავლების შესახებ, მათი ხარჯების შესახებ, ბანკებიდან, შემოსავლების სამსახურიდან და სხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას. შემდეგ ვაანალიზებთ მიღებულ ინფორმაციას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად ჰქონდა პირს საშუალება, რომ ჰქონოდა დანაზოგი და პარტიის მიმართ შემოწირულობა განეხორციელებინა. არის შემთხვევები, როდესაც პირებს ვალიც კი აქვთ საბანკო სექტორის მიმართ და ვერ იხდიან ამ ვალს. თუმცა სასამართლო პროცესზე იყო შემთხვევები, როდესაც შემომწირველები აცხადებდნენ, რომ ისინი უბრალოდ პროტესტს უცხადებდნენ ამა თუ იმ საკრედიტო დაწესებულებას და მათი სურვილი იყო, რომ პოლიტიკური პარტიებისათვის განეხორციელებინათ შემოწირულობა. ასეთ შემთხვევებშიც კი, სასამართლო ამბობს, რომ ეს არის პირის პირადი ნება. ანუ ძალიან თვალსაჩინო და ნათელი თუ არ არის, რომ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, პირს ჰქონოდა ეს შემოსავალი, ამ შემთხვევების გარდა, სასამართლო, როგორც წესი, არ იღებს პირის დაჯარიმების გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ „კურიერთან“ საუბრისას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოწირულებების ჯამმა 29 212 382 ლარი შეადგინა, მათ მიერ წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების ჯამური მოცულობა კი გაცილებით მეტია და 39 472 486 ლარს შეადგენს.

პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა (19,005,219.00 ლარი) „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, დანარჩენი პარტიებისადმი გაწეული შემოწირულობები ასე გამოიყურება: „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4,278,541.67 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,063,514.50 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანი“ -1,019,650.10 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ - 686,945.00 ლარი. სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულების ჯამური თანხა 3,158,512.00 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება დეკლარირებულ ხარჯებს, საარჩევნო პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ განხორციელებული ჯამური ხარჯები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 22,212,663.00 ლარი, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4,396,452.40 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2,391,046.00 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 2,524,362.00 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ -   1,694,759.53 ლარი და სხვა საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ხარჯების ჯამური მოცულობა - 6,253,204.00 ლარი.

ამჟამად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, კიდევ 40 პირია დაბარებული.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC