კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

10 დეკემბერი, 2016
 
10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რასაც საფუძვლად დაედო 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციიის მიღება.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ვუერთდებით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და მივესალმებით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას - არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას, მთელი რიგი საკანონმდებლო რეფორმების გატარებას, სამოქალაქო საზოგაოებასთან ხელისუფლების აქტიურ თანამშრომლობას და სხვ. თუმცა, ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევროპული დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი დარჩა გასაკეთებელი ადამიანის უფლებებისა და თავისულფლების დაცვისათვის. ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება ისეთი მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, როგორიცაა, უმცირესობები (ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური), შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ქალთა და ბავშვთა უფლებები. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად უფლებადამცველთა უფლებების დაცვა და მათთვის თავისუფალი სამოქმედო გარემოს შექმნა ქვეყანაში. 

უფლებადამცველები ხშირად ხდებიან სამიზნეები სახელმწიფოს მხრიდან სწორედ მათი უფლებადაცვითი საქმიანობის გამო. უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული ზეწოლები იღებენ ისეთ ფორმებს, როგორიცაა საქმიანობის შემზღუდველი კანონმდებლობის მიღება და შემზღუდვების დაწესება გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე, ცილისწამებლური კამპანიები, დაშინება, უკანონო დაპატიმრებები, იძულებით გაუჩინარება, წამება და მკვლელობა.
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მხარდაჭერას და პატივიცემას ვუცხადებთ უფლებადამცველებს, რომლთაც ადამიანის უფლებების დაცვა რთულ და შეზღუდულ გარემოში უწევთ. უდაოა თითოეული ადამიანის უფლება - ისარგებლოს გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას. 

აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველების როლი უფლებების დაცვაში არ შემოიგარფლება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე საქმიანობით, არამედ მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზეც, რის გამოც, ხშირად ხდებიან ძალადობისა და შევიწროვების მსხვერპლნი. თბილისის სახლი, როგორც რეგიონალური ჰაბი სამხრეთკავკასიაში, განსაკუთრებით შეშფოთებულია უფლებადამცველთა უფლებების უპრეცედენტო დარღვევის ფაქტებით რეგიონში, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანში. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს ნებისმიერი უფლებადამცველისთვის მიუხედავად მისი ეროვნებისა და მოქალაქეობისა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომინარე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები: 
 მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში უზრუნველყოს უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს არსებობა, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო უფლებადამცველები შეძლებენ საქმიანობას შეუფერხებლად და დაცულად. 
 ასევე მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს, დაიცვან ევროკავშირის სახელმძღვანელო პრონციპები და მხარი დაუჭირონ უფლებადამცველებს და ასევე ხელი შუწყონ მათთვის სავიზო პროცედურების გამარტივების საკითხს. 

და ბოლოს, ქვეყანაში დამოუკიდებელი, მრავალმხრივი და პლურალისტული სამოქალაქო საზოგაროების არსებობა აუცილებელი პირობაა მშვიდობიანი, წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოების შენებისთვის. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები:
 ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი - კავკასია
 ადამიანის უფლებათა ცენტრი
 კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 კავშირი საფარი
 მედიის ინსტიტუტი
 წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

ახალი ამბები