04:13, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქუთაისი საახალწლო სამზადისისთვის 250 ათას ლარს დახარჯავს

26.12.2016

 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 
 
ახალი წლის სამზადისი ქუთაისში უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. ქალაქში მოეწყო ქუჩები, დამონტაჟდა განათებები, დაიდგა ცენტრალური ნაძვის ხე. საზეიმო განწყობის მიუხედავად საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. სადავოა თანხები, რომელიც აღნიშნული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

150 ათასი ლარი ქალაქის მორთვისა და განათებისთვის, 20 ათასი ლარი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მოწყობისთვის, 79 ათასი - საახალწლოდ ძველი, შარშანდელი და უფრო ადრინდელი აქსესუარების აღდგენა-მონტაჟისთვის, 49 ათასიც - ახალი აქსესუარების შეძენისთვის. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჯამში არცთუ დიდი თანხა იხარჯება.

„კარგია განათებული ქუჩები, ნაძვის ხე და გართობაც კარგია, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას მთავარი არ უნდა დაავიწყდეს. ხალხს საარსებო მინიმუმი და განათებული ჭერი ჭირდება. იმისთვის, რომ ხალხზე, ამომრჩეველზე იზრუნო, მხოლოდ ქალაქის აბრჭყვიალება არაა საკმარისი. ყველაფერი გაძვირდა, ხშირად ითიშება ელექტროენერგია, ბევრ ოჯახს თავშესაფარი არა აქვს - სიმართლე თუ გაინტერესებთ, ასე ხვდება ქუთაისი და ალბათ მთელი საქართველო ახალ 2017 წელს. განათება და გართობა მაშინაა კარგი, როცა კუჭი მაძღარი გაქვს, ბავშვებისთვის ლუკმა პურის საყიდელი თანხა არ გაქვს ყოველდღე საძებარი და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ “, - ამბობს ქუთაისის მკვიდრი ნატალია ჯაფარიძე.
მის მსგავსად ქუთაისში ბევრი ფიქრობს. მოსახლეობა ქვეყანაში შექმნილ სოციალურ მდგომარეობას, კერძოდ კი, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და პროდუქტებსა და მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებს. 

„რადგან დოლარი გაძვირდა და შესაბამისად, ფასებმაც მოიმატა, საახალწლო ღონისძიებებს ვერ ჩავშლით. ვერც ქალაქს ჩავაბნელებთ და იმ ადამიანებს, ვინც ახალი წლის დადგომას მომავლის იმედითა და რწმენით ელის, ვერ გავაწბილებთ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით, ქალაქში საზეიმო განწყობა შევქმნათ და ადამიანებს ყოფითი პრობლემები ცოტახნით მაინც დავავიწყოთ“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ადგილობრივ თვითმმართველობას საახალწლოდ სხვადასხვა სახის ღონისძიება აქვს დაგეგმილი - საჯარო და კერძო სკოლებისთვის საუკეთესო, კრეატიული ნაძვის ხის,  ასევე, ქალაქში არსებული ორგანიზაციებისთვის - ინტერიერ-ექსტერიერის ორიგინალურად მორთვისთვის გამოცხადებულია კონკურსები.

ღონისძიებათა ნუსხაში შესულია ასევე, ქართული, ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა ქალაქის ძველ ისტორიულ უბანში, ნიღბების თეატრის წარმოდგენა, ცენტრალური ნაძვის ხის ანთება და საახალწლო შოუ-კონცერტი. ეს ყოველივე კი, როგორც ირკვევა, 51 მილიონ ნახევრიან ქუთაისის ბიუჯეტს ჯამში 250 ათასი ლარი დაუჯდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC