15:45, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმრების ინფორმაციით, ტელეფონით სარგებლობაზე შეზღუდვები გაუქმდა

14.01.2017

 
ლანა გიორგიძე

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენიმე პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ 2017 წლის იანვრიდან ადმინისტრაციამ გააუქმა პატიმრებისთვის დაწესებული ტელეფონით სარგებლობის შეზღუდვა როგორც მაღალი რისკის, ასევე დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში. მსჯავრდებულები აღნიშნავდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ არსებული პრობლემის გახმაურებას.

პატიმრებისთვის საკომუნიკაცო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა 15 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ დაბალი რისკის დაწესებულებებში საპატიმროების ადმინისტრაციამ მსჯავრდებულებს დაუწესა ლიმიტი. მათ მხოლოდ ათ ტელეფონის ნომერზე დარეკვის საშუალება ეძლეოდათ, წინასწარ წარდგენილი 10 ტელეფონის ნომრის სიის მიხედვით. მაღალი რისკის დაწესებულებებში კი ეს შეზღუდვა კიდევ უფრო მკაცრი იყო და იქიდან მხოლოდ ხუთ ტელეფონის ნომერზე შეეძლოთ დარეკვა. შესაბამისად, მსჯავრდებულებს შეეზღუდათ ადვოკატებთან ან ნათესავების დიდ ნაწილთან კომუნიკაცია. 


პრესკონფერენციის საპასუხოდ, სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა, მათ შორის - მინისტრმა, უარყვეს მსგავსი შეზღუდვების არსებობა დაბალი რისკის დაწესებულებებში, ხოლო მაღალი რისკის დაწესებულებებში ასეთი შეზღუდვის საფუძვლად დაასახელეს კანონმდებლობა, რაც მათი თქმით, აუცილებელია უსაფრთხოებისათვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ლომიძის თქმით, ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ, 2017 წლის იანვრის თვიდან ოფისში დარეკეს პატიმრებმა სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან და განაცხადეს, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა. 

„2016 წლის 28 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრთან დაკავშირებას ცდილობდა №16 დაწესებულების პატიმარი გ.ე, რომელსაც მიუვიდა სააღსრულებლო გადაწყვეტილება. მას კონკრეტული ვადა ჰქონდა დათქმული, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებოდა იძულებითი აუქციონი. მან ვერ მოახერხა ადამიანის უფლებათა ცენტრთან დაკავშირება, რადგან წინასწარ შედგენილ ტელეფონების სიაში არ ჰქონდა მითითებული ორგანიზაციის ნომერი. ჩვენთან დაკავშირება შეძლო მისმა მეუღლემ, რომელმაც მოგვაწოდა აღნიშნული ინფორმაცია. სასჯელაღსრულების დაწესებულების შიდა რეგულაციის გამო იზღუდებოდა პატიმრის უფლებები. ინფორმაციის მიღების შემდეგ დავუკავშირდი №16 სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელმაც განმიმარტა, რომ პატიმარს არ ჰქონდა შეზღუდული საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლება, რომ მას უპრობლემოდ შეეძლო ტელეფონის ნომრის შეცვლა, რაზეც მათ ვუპასუხე, რომ ეს იყო მცდარი ინფორმაცია. დაახლოებით 1 საათის შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გ.ე.-ს მისცემდნენ უფლებას, ჩემი ტელეფონის ნომერი დაემატებინა თავის სატელეფონო სიაში“, - აღნიშნა ეკა ლომიძემ humanrights.ge-სთან საუბრისას. 

ეკა ლომიძის თქმით, მისასალმებელია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედეგი გამოიღო, მაგრამ აუცილებელია მუდმივი კონტროლი, რათა კვლავ არ მოხდეს საკომუნიკაციო შეზღუდვები, რაც რიგ შემთხვევები შესაძლოა, გახდეს მსჯავრდებულის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის წინაპირობა.

Humanrights.ge დაინტერესდა, არის თუ არა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვის მოხსნა დროებითი და ხომ არ დაემთხვა აღნიშნული შობა-ახალი წლის დღესასწაულების პერიოდს. ამ საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვეცნობა, რომ შეზღუდვები არ ყოფილა, ამის გათვალისწინებით, ვერც გაუქმდებოდა. მათივე ინფორმაციით, საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა რეგულირდება პატიმრობის კოდექსით  და არა -  შიდა რეგულაციით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საკომუნიკაციო საშუალებებით შეზღუდვასთან დაკავშირებით 2016 წლის დეკემბრის თვეში გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ზვიად მიხანაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამინისტროს მხრიდან ირღვევა მსჯავრდებულთა უფლებები. მისი თქმით, პატიმრებს გარესამყაროსთან კონტაქტი დაუბრკოლებლად შეუძლიათ.

მიხანაშვილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია წარმოადგეს.

„უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაცია წარმოადგენს. მნიშვნელოვან კომპონენტად მიგვაჩნია დაწესებულებაში მყოფი ადამიანების გარესამყაროსთან კონტაქტი. არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის რეკომენდაციებს აქტიურად ვადევნებთ თვალს და ვითვალისწინებთ. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ მსჯავდებულებზე მორგებული გრაფიკი. მსჯავრდებულები ძალიან დაბალ ფასებში უკავშირდებიან ოჯახის წევრებს და და მათთვის სასურველ პირებს. ასევე მსჯავრდებულებს უფასოდ შეუძლით დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და გარკვეული დარღვევების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. მოსაზრებას, რომ სამინისტროს მხრიდან ირღვევა მსჯავრდებულთა უფლებები, არ ვეთანხმები, მათ დაუბრკოლებლად შეუძლიათ გარესამყაროსთან კონტაქტი“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უარყოს პატიმრებისთვის საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვის დაწესებისა და მოხსნის შესახებ ინფორმაციას, პატიმრები განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან მესამე სექტორს. ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი არ წყვეტს მონიტორინგს. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC