09:02, Monday, 25.09.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ინდოელი ფერმერები სიღნაღის გამგეობის თანამშრომელს თაღლითობაში ადანაშაულებენ

09.03.2017

 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები ინდოელი ფერმერები მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ავთანდილ ვაშაკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, გამგეობის თანამშრომელს ენდნენ და 2 წლის წინ, 200 ტონა ხორბალი ნისიად მიყიდეს. თანხის ნაწილი, 40 ათასი ლარი ფერმერებს დღემდე არ მიუღიათ.

„2 წლის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება და წაიღეს ხორბალი. ავთანდილ ვაშაკიძემ მითხრა, რომ ფულს რვა დღეში მომცემდა. ნახევარი გადაიხადა და ნახევარი დარჩა. ეგრე მეორე მანქანაც წაიღეს. იქაც ნახევარი დარჩა და ნახევარი გადაიხადა. 40 ათასი ლარია მასთან. მან მითხრა, რომ მე სხვაგან გავყიდე და იქიდან ფული არ მომცეს და იმიტომ ვერ გადაგიხადეო“, - ამბობს ინდოელი ფერმერი გულპრიტ სინგჰ გაჩლი.

ის ინდოეთიდან საქართველოში 2010 წლის ჩამოვიდა. 2012 წელს მან საქობოში მიწის ნაკვეთი იყიდა. ამ დროისთვის გულპრიტი 110- ჰექტარ მიწას ამუშავებს და ხორბალი მოჰყავს. 1 ტონა ხორბალს საშუალოდ 500 ლარად ყიდის.
მას შემდეგ, რაც ინდოელი ფერმერები კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუკავშირდნენ, ვაშაკიძე ფერმერებთან მივიდა და უთხრა, რომ მას ვალი არ აქვს.

„ავთო ვაშაკიძე დღეს მოვიდა და მითხრა, ვალზე სად დარეკეო. მითხრა შენი ვალი არ მაქვს, მე გადავიხადეო. ტყუილად მითხრა ეს“, - ამბობს გულპრიტ სინგჰი. მისივე თქმით, ვაშაკიძემ ხორბალი სხვა ინდოელი ფერმერებისგანაც წაიღო და ფული არც მათ გადაუხადა.
„ავთო ვაშაკიძემ სხვა ინდოელებიც მოატყუა. ჰეფისთან 8 ათასი ლარი აქვს გადასახდელი;. ჩვენ მას ვენდეთ როგორც გამგეობის თანამშრომელს, მან კი მოგვატყუა. პოლიციაში ვიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს საქმე ჩვენ არ გვეხებაო. სასამართლოში არ მივსულვარ. ადვოკატისთვის 500-600 ლარია საჭირო და ამდენი ფული აღარ მაქვს“, – აღნიშნავს ინდოელი ფერმერი.

ბრალდებებს უარყოფს ავთანდილ ვაშაკიძე და კახეთის საინფორმაციო ცენტრთან აცხადებს, რომ ხორბლის საფასური გადახდილი აქვს. მისივე თქმით, გულპრიტ სინგჰს მისი კუთვნილი 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კანონდარღვევით აქვს გადაფორმებული.

„მაგ პიროვნების არანაირი ვალი არ მაქვს. მიმართოს სათანადო ორგანოებს. ფლობს ჩემს მიწას. როგორ გაიფორმა, მაგაზე მე პროკურატურაში შევიტანე საბუთები და მიხედავს მაგას გამოძიება. ტყუილ ბრალდებას თავი დაანებოს. მე მაქვს თვითონ საჩივარი შეტანილი. აქეთ შევუქმენი მე მაგას პრობლემა და ამიტომ რაღაც პროვოკაციებზე მიდის“, - ამბობს ავთანდილ ვაშაკიძე.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC