02:06, Friday, 20.04.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოს სახალხო დამცველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებას ეხმიანება

31.05.2017

 
Ombudsman.ge

როგორც საქართველოს სახალხო დამცველისათვის გახდა ცნობილი, გუშინ, 29 მაისს, საღამოს, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. ოჯახის წევრის განმარტებით, მისი ჟურნალისტური საქმიანობა მიმართული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებების გამოაშკარავებისაკენ. ამავე პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აფგან მუხთარლის უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კი უკვე მიმართეს პოლიციას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა ზომა დანაშაულის დროულად აღსაკვეთად, ხოლო შემდეგ – ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად და მათთვის ადეკვატური სასჯელის დასაკისრებლად. საქართველოს სახელმწიფომ სრულად უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის უფლების დაცვა. მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებმა[1] გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. საქართველოში მცხოვრებ უკლებლივ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და კანონიერი, სამართლიანი მოპყრობის განცდა. არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას.

[1] ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიმდინარე წელს მიღებულ 2141 (2017) რეზოლუციაშიც მითითებულია აზერბაიჯანში დამოუკიდებელ მედიასა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებთან მიმართებაში არსებული სერიოზული პრობლემების შესახებ.    

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა
გორის თვითმმართველობა 13 700 ლარს 43 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაიხდის
ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეზე საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელთა მხრიდან ძალადობას წაახალისებს
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა საინფორმაციო შეხვედრები და დაზარალებულთა საჭიროებების კვლევა დაიწყეს
არქივი
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC