17:54, Friday, 24.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველს ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე მონიტორინგის უფლება შეეზღუდა

31.05.2017

 
Ombudsman.ge

2017 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე დასწრების მიზნით. სამწუხაროდ, საქმის განმხილველმა მოსამართლემ სახალხო დამცველს არ მისცა შესაძლებლობა, დასწრებოდა აღნიშნულ სხდომას. მოსამართლის განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობა სახელდებით არ შეიცავს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ.

მომეტებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებითა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ციანიდის საქმის“ მიმდინარეობას და განმარტავს, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას სახალხო დამცველს კანონმდებლობა ანიჭებს. საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე აღნიშნა, რომ ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო განხილვის დაუსაბუთებლად დახურვა არ ემსახურება მართლმსაჯულების მიმართ საყოველთაო ნდობის ამაღლებას, გამორიცხავს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას და  არ შეესაბამება არსებულ საპროცესო–სამართლებრივ ნორმებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს და შეისწავლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, სასამართლო სისტემაშიც. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველს ასევე აქვს უფლება, გაეცნოს საიდუმლო, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.

ნიშანდობლივია, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე – ორგანული კანონი წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი რანგის მქონე ნორმატიულ აქტს, ვიდრე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული აქტები, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენენ სპეციალურ კანონს, რამდენადაც ისინი ადგენენ სახალხო დამცველის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პროცესში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პროცესის სრულად დახურვის შედეგად ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სრული უფლებამოსილებით და პირადად განახორციელოს პროცესის მონიტორინგი.

საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს პატივისცემას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ინტერესების მიმართ. ამასთან, იმედოვნებს, რომ შემდგომ სასამართლო სხდომაზე არ განმეორდება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების უგულებელყოფა და უზრუნველყოფილ იქნება მისი დასწრება სასამართლო სხდომაზე.

სახალხო დამცველი ზემოხსენებული საკანონმდებლო გარემოებების განმარტების მიზნით უახლოეს დღეებში წერილობითაც მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ჩატარდა თუ არა თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად?
კი არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC