კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის მანკიერ პრაქტიკას ეხმაურება

15 ივნისი, 2017
ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნით, გამოძიება განახლდა პოლიციელთა მიერ  ნაცემი მოქალაქის საქმეზე, მაგრამ  პროკურატურამ გამოძიება იმავე გამომძიებელს დაავალა, რომელმაც მანამდე აღნიშნული  საქმის  გამოძიება არასრულყოფილად და სუბიექტურად აწარმოა, რის შემდეგაც პროკურორის დადგენილებით საქმე შეწყდა.  

ლ.შ.-ს საქმე არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება შეუძლებელია არსებული სისტემით და ამ მიზნით აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა.
 
2013 წლის 24 დეკემბერს, რუსთავის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დაკავებისას მოქალაქე ლ.შ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი  შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდგომში, მსჯავრდებული ლ.შ. პროკურატურისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა რუსთავის პოლიციის №3 განყოფილების თანამშრომელთა სახელებსა და გვარებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაში. ამის მიუხედავად, გამოძიება წარიმართა არასრულყოფილად, არ შესწავლილა ერთობლიობაში საქმის გარემოებები, მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და ბოლოს, 2014 წლის 15 მარტს, საქმის ზედამხედველმა პროკურორმა  მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
 
2016 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ არ შესწავლილა მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც სისხლის სამართლის საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. ორგანიზაციამ მიუთითა, რომ ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო (მოწმის ჩვენება) და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, აუცილებელი იყო საქმის ხელახალი გამოძიება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება და  გამოძიება განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრმა მიმართა მთავარ პროკურატურას, რათა ამ  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ ეწარმოებინა იმავე გამომძიებელს,   პროკურატურა დღემდე უარს აცხადებს შეცვალოს გამომძიებელი და საქმე გადაეცეს სხვას, რომელიც არ იქნება პირდაპირ თუ ირიბად გამოძიების შედეგით დაინტერესებული.

პროკურატურაში არსებული მანკიერი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აუცილებელია სისტემური ცვლილება, კერძოდ - დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები