09:14, Monday, 25.09.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„არ შეიძლება, სტიქიას დაბრალდეს მომხდარი“

20.06.2017

 
ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სწავლობენ

                                                       ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 10 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ ინფრასტრუქტურას მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. უხვმა ნალექმა მთიდან ნაშალი მასალა ჩამოიტანა, რამაც მდინარის კალაპოტები ამოავსო და იქიდან გადმოსულმა წყალმა ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების პირველი სართული, სარდაფები  და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაუტბორა.
 
სურამში მცხოვრებლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს მდინარის კალაპოტისა და სანიაღვრე არხების გაწმენდის მოთხოვნით, თუმცა, მათ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყვა.

„როცა მოსახლეობის თხოვნას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ყურადღებას არ აქცევ, ეს უკვე დანაშაულია. ადამიანი, რომელიც არხის გაწმენდას ითხოვდა, დღეს სახლის გარეშე დარჩა. არ შეიძლება, სტიქიას დაბრალდეს მომხდარი, როდესაც შეიძლებოდა პრევენციული ღონისძიებების გატარება და ზარალის შემცირება“, - განაცხადა სურამის მცხოვრებმა, რამაზ ნოზაძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, სანიაღვრე არხების გაწმენდის შემთხვევაშიც ვერ შეამცირებდნენ ზარალის მოცულობას, რადგან მდინარის კალაპოტი და სანიაღვრე არხები ტყიდან წამოსულმა ნიაღვარმა გამოიყვანა მწყობრიდან.

 ,,ბოლო თვეებია, რაც ხშირად წვიმს და ხანგრძლივი წვიმების შედეგად ტყიდან მოხდა ნაშალი მასალის ჩამოტანა, რომელმაც გამოიწვია წყლის დაგუბება. კარგი იქნებოდა, ყოველწლიურად ბიუჯეტი გვაძლევდეს იმის საშუალებას, რომ ჩავატაროთ მდინარის კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოები, ორი წლის წინ 9 000 ლარი გამოიყო მდინარის კალაპოტების გასაწმენდად, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო სტიქია, რომლის თავიდან აცილება და მიყენებული ზარალის შემცირება  შეუძლებელი იყო", - აცხადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ მილიონი ლარი გამოყო. რაც შეეხება სტიქიის შედეგად ადგილობრივებისთვის მიყენებულ ზარალს, ამ ეტაპზე, კომისიის მხრიდან მისი შესწავლა მიმდინარეობს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC