01:00, Tuesday, 17.10.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების მიმდინარე ზეგავლენა დაზარალებულებზე ICC-ის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს

18.07.2017

 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC - Human Rights Center)

საქართველო: 
2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების მიმდინარე ზეგავლენა დაზარალებულებზე ICC-ის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს

თბილისი, პარიზი. 18 ივლისი. 
2017 –  2017 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისამდე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა (FIDH) და მისი წევრი ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC) მიერ განხორციელებული ერთობლივი მისიის შემდეგ, ჩვენი ორგანიზაციები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას 2008 წელს საქართველოში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების მიმდინარე შედეგებსა და ზეგავლენაზე დაზარალებულებისა და მათი თემებისათვის. მისიის წევრები გაესაუბრნენ 45 ადამიანს ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის (ABL) გასწვრივ მდებარე 10 სოფელში და დევნილთა ერთ ჩასახლებაში, სადაც 2008 წლის ომის დანაშაულების შედეგად დაზარალებული ადამიანები დღესაც ცხოვრობენ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში და უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ მყიფე გარემოში. დაზარალებულების მოთხოვნაა სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება მათ საქმეებზე და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

„წელიწადნახევრის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაიწყო გამოძიება საქართველოში 2008 წლის ომის დროს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების დასადგენად. სასამართლომ საქართველოში საქმეების შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისა და მათი თემების მიმდინარე პრობლემები, რაც გამომდინარეობს 2008 წლის ომის შედეგებიდან. თუნდაც მსხვერპლების უმრავლესობას დაკარგული ჰქონდეთ იმედი, ისინი მაინც მტკიცედ ითხოვენ დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას, მართლმსაჯულების განხორციელებასა და ზიანის ადეკვატურ ანაზღაურებას. აუცილებელია დაზარალებულთა ინფორმირება და მათთან მუშაობა“, - განაცხადა FIDH-ის ვიცე-პრეზიდენტმა არტაკ კირაკოსიანმა.

„მე მინდა მშვიდობა და დამნაშავეების დასჯა (...). 9 წლის თავზე მე ადგილობრივი ხელისუფლებისაგან აღარაფერს აღარ ველი (...). ეხლა ჩვენი იმედები ემყარება მხოლოდ ფატუ ფენსუდას“, - სოფელ დვანში მცხოვრები გ. კ. ეუბნება FIDH-HRIDC-ს ერთობლივი მისიის დელეგატებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 21.300 ადამიანი დევნილად იქცა. ასევე, ადამიანები დაზარალდნენ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებით, როგორიცაა - ქონების განადგურება და ძარცვა. დღემდე, გადატანილი ტრაგედიისა და მიყენებული ტრამვის გამო, დაზარალებულები კვლავ განიცდიან მძიმე ფსიქო-სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს. დაზარალებულების ძალიან მცირე რაოდენობამ მიიღო ფსიქო-სოციალური სახის დახმარება სახელმწიფოსაგან. ბევრი მათგანი საუბრობს, თუ როგორ დაკარგეს მიწები გამყოფი ხაზის გავლების გამო და რამდენად შემცირდა მათი შემოსავლები ამის შედეგად. სხვები აცხადებენ, რომ ისინი კვლავ შიშში ცხოვრობენ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამყოფი ხაზი ხშირად იცვლება და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უფრო და უფრო ღრმად იჭრება. იქ მცხოვრები ადამიანების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს გატაცებები სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ძალების მხრიდან, რის შესახებაც ისინი გამოთქვამენ შიშს.

„2008 წლის ომის მსხვერპლების დიდი ნაწილი, რომლებსაც იძულებით მოუწიათ გადაადგილება, კვლავ განიცდიან, რომ არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს და დაამუშაონ საკუთარი მიწები, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა მოყოლილი, რაც სწორედ ომისა და მცოცავი ოკუპაციის შედეგია. ეს განგრძობითი პრობლემაა, ვინაიდან წინა კვირასაც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიიტაცა კიდევ 10 ჰექტარი ტერიტორია სოფელ ბერშუეთში, რაც კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას,’’ -  განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ. 

„ნება რომ მომცენ, მზად ვარ უკან დავბრუნდე და ისევ თავიდან დავიწყო ცხოვრება; საფლავზე ვიცხოვრებ სადაც ჩემი შვილია დამარხული“, - ამბობს ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში 2008 წლის დეკემბრის შემდეგ მცხოვრები 
გ. გ. FIDH-HRIDC-ის მისიის დელეგატებთან შეხვედრისას.
 
მუდმივად ცვალებადი გამყოფი ხაზი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას განსაკუთრებულად საშიშს ხდის, თუ გავითვალისწინებთ რუსი და ოსი სამართალდამცველების მხრიდან ქართველების გატაცებების სიხშირეს, რომლებსაც, დე-ფაქტო ძალების მტკიცებით, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო აკავებენ. გატაცებების სამიზნეს ძირითადად წარმოადგენენ საძოვრებზე ან საკუთარ ნაკვეთებში სამუშაოდ გასული ადამიანები, რომლებსაც ნაკვეთები გამყოფ ხაზთან ახლოს აქვთ. გამყოფი ხაზი კი ყველგან გარკვევით არ არის აღნიშნული. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღრიცხულია 327 მსგავსი შემთხვევა 2016 წელს და 504 შემთხვევა 2015 წელს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს ციფრები ზუსტ რაოდენობას არ ასახავს, რადგანაც სათანადოდ არ ხდება მსგავსი ფაქტების დოკუმენტირება. დაკავებულების უმრავლესობა სულ მცირე ერთ კვირას ატარებს სამხრეთ ოსეთის დაკავების იზოლატორებში და თავისუფლდებიან გადასახადის გადახდის შემდეგ. 

FIDH და HRIDC მკაცრად გმობენ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რომლებიც თაობების მანძილზე ცხოვრობდნენ იქ და მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, პატივი სცენ დაკავებული ადამიანების უფლებებს. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC