00:20, Monday, 25.09.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კვლევის შედეგები - დაცულია თუ არა ქვეყანაში ადამიანის უფლებები

29.07.2017

 
ნათია გოგოლაშვილი

ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ (ACT) გამოაქვეყნა ფართომასშტაბიანი კვლევა საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ. კვლევის ამოცანა იყო ადამიანის უფლებების შესახებ რესპონდენტების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის შეფასება. ასევე, რესპონდენტთა დამოკიდებულებების გამოვლენა იმ ძირითადი ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევა საქართველოში ჩატარდა 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდში. კვლევის შედეგები ეყრდნობა 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან. 

გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები სრულად ან მეტნაკლებად დაცულია. ეს მონაცემი 5 წლის წინ მხოლოდ 46%-ს შეადგენდა. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა (27%) მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა. რესპონდენტები საკმაოდ კეთილგანწყობილნი აღმოჩნდნენ საპატრულო პოლიციის მიმართ და, სხვა ინსტუტუტებთან შედარებით, მას ყველაზე მაღალი ნდობა (67%) გამოუცხადეს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (52%) ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობას საპატრულო პოლიციას აკისრებს, 39% კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს. ყოველი მესამე რესპონდენტი (30%) კი ადამიანის უფლებების დაცვას სახალხო დამცველის აპარატისგან მოელის.

რესპონდენტთა აზრით, უწყებებს შორის, ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს არღვევენ: პროკურატურა (10%); საქართველოს პარლამენტი (10%) და შინაგან საქმეთა სამინისტრო (9%). უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 70%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესახებ სმენია გამოკითხულთა 10%-ს, 9% კი ამბობს, რომ იცის სამოქმედო გეგმის შესახებაც. კვლევის შედეგად, ასევე ირკვევა, რომ გამოკითხულთა 57% აზრით ქვეყანაში ეროვნული, ეთნიკური და რელიგიურ უმცირესობათა უფლებები ირღვევა. ამასთან, ასევე დადგინდა, რომ ამ უფლებების დარღვევაზე თავად უმცირესობები უფრო ნაკლებად საუბრობენ, ვიდრე ქართველები.

გამოკითხულ რესპონდენტთა ნახევარს (52%) სმენია, რომ ქვეყანაში შესაძლებელია უფასო იურიდიული დახმარების მიღება. იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო კი ტელევიზიაა (84%). სახელმწიფოს მიერ დაარსებული უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის შეფასებები პოზიტიურია 6-ქულიან სკალაზე სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით საშუალოდ 4,2 ქულას შეადგენს.

რესპონდენტები, რომლებსაც სმენიათ უფასო იურიდიული დახმარების შესახებ, ყველაზე ხშირად (66%) ასახელებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. 30% ასახელებს საზოგადოებრივ ადვოკატს, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. გამოკითხულთა 12%-თვის უფასო იურიდიული მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრია. ხოლო კითხვაზე, რომელ უფასო იურიდიულ დახმარებას მიმართავთ - გამოკითხულთა 10% სწორედ ადამიანის უფლებათა ცენტრს ასახელებს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების შემდგომ, ადამიანის უფლებათა ცენტრი პირველ ადგილს იკავებდა.

კვლევამ აჩვენა, რომ უფასო იურიდიული დახმარებების შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას მედიასაშუალებებისგან იღებს: ტელევიზიიდან (85%); რადიოდან (5%) და ბეჭდური მედიიდან (7%), ასევე, ნაცნობებისგან (18%) და სოციალური ქსელების მეშვეობით (15%).

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის შესახებ გამოკითხულთა 68%-ს სმენია. ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელევიზიაა (90%). იმ ადამიანებიდან, რომლებსაც სახალხო დამცველის ოფისის შესახებ სმენით, ნდობას უცხადებს 75%, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, 73% მზად არის, დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართოს. თუმცა, 33%-ის აზრით, ომბუდსმენის აპარატი ხშირად ვერ ახერხებს ადამიანის უფლებების დაცვას. 

კითხვაზე, გამოსწორდა თუ არა მდგომარეობა სასამართლოებში, რესპონდენტების 38% დადებით პასუხს იძლევა, 10% კი ფიქრობს, რომ სასამართლოებში მდგომარეობა გაუარესდა. 18% ამბობს, რომ იგი სრულად ენდობა სასამართლოს, 45% კი, უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა. გამოკითხული პირების 30% მიიჩნევს, რომ პროკურატურა მუდმივად ახორციელებს ზეწოლას სასამართლოზე. რესპონდენტთა 8% ფიქრობს, რომ სიტუაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში პროკურატურაში სიტუაცია გაუარესდა. 35%-ის აზრით კი, გაუმჯობესდა. 37% ფიქრობს, რომ პროკურატურაში სიტუაცია არ შეცვლილა.

ყველაზე მეტად გამოკითხულთა 29% ინფორმაციის მიღებას შრომით უფლებებზე ისურვებდნენ. ასევე, საქართველოს მოსახლეობის 19%-24% ისურვებდა მიეღო ინფორმაცია პირადი ხელშეუხებლობის, თანასწორობის, სიცოცხლის, პატივისა და ღირსების შეუვალობის და ჯანმრთელობის დაცვის უფლებებზე. შესაბამისად, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა, 19% ფიქრობს, რომ სიცოცხლის უფლება ირღვევა, 17% აზრით კი, ყველაზე ხშირად თანასწორობის უფლება ურღვევა.

აღნიშნული კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC