კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი და რუსთავის საქალაქო სასამართლო სამართალდამრღვევად ცნო

20 სექტემბერი, 2017
 
ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტრო, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი და რუსთავის საქალაქო სასამართლო  ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია, რომელიც ბრალდებულია ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, სოციალური ქსელისა და მასმედიის საშუალებით ავრცელებდა ცნობებს იმ ფაქტზე, რომ გიორგი მდინარაძე წარსულში იყო ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი და ნასამართლევი. აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ყოფილი პოლიციელი იშველიებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან და რუსთავის საქალაქო სასამართლოდან მიღებულ მასალებს. 

ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართვის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა იმსჯელა საქართველოს შსს-ს მიერ გიორგი მდინარაძის შესახებ სამინისტროში დაცული მონაცემების გამოყენების, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისგან და რუსთავის საქალაქო სასამართლოსგან დოკუმენტების გამოთხოვისა და მესამე პირის - ლაშა კვირკვაიას წარმომადგენლისთვის გადაცემის კანონიერებაზე.

მოცემულ საქმეზე,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თავის გასაწყვეტილებით ასევე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი  და რუსთავის საქალაქო სასამართლო. ინსპექტორის გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი მდინარაძესთან დაკავშირებული მასალების მესამე პირისთვის გადაცემით აღნიშნულმა უწყებებმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლები. 

ყურადღსაღებია ის ფაქტი, რომ ლაშა კვირკვაიამ და მისმა დამცველებმა აღნიშნული მასალები მტკიცებულების სახით დაურთეს სისხლის სამართლის საქმეს, რომლის განხილვაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისის საალაქო სასამართლოში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყევეტილების შემდგომ ირკვევა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაცვის მხარემ სასამართლოს მიაწოდა  კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები. 

აღსანიშნავია, რომ გიორგი მდინარაძის პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებაზე და გავრცელებაზე საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის თანამშრომლის, ლევან კვირკვაიას მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე. როგორც სახალხო დამცველის წინადადებაშია ასახული,  2016 წლის 7 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ლევან კვირკვაიამ სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით გაავრცელა გიორგი მდინარაძის პერსონალური მონაცემების ამსახველი ინფორმაცია. საინტერესოა, რომ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან კვირკვაია არის ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას ძმა.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები