კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული ოცნების გორის ორგანიზაცია 50 წევრმა დატოვა

27 სექტემბერი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„მე დავტოვე არა ქართული ოცნება, არამედ ნაციონალური მოძრაობა, რადგან მმართველ პარტიაში ადამიანების უმრავლესობა „პორტირებულები“ არიან ნაციონალური მოძრაობიდან“, - ეს განცხადება ირმა პაპიძემ 20 სექტემბერს გააკეთა და პარტია დატოვა. იგი „შენების მოძრაობას“ შეურთდა. ირმა პაპიძის განცხადებით, მასთან ერთად პარტია  კიდევ 50 წევრმა დატოვა. 

„პარტიის დატოვების ძირითადი მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების აზრი არ გაითვალისწინეს, ისე შეადგინეს პროპორციული სია. ინფორმაციაც კი არ გვქონდა, ვინ იქნებოდა სიაში. პარტიის პოლიტიკური მდივანი, ახალა უკვე პროპორციული სიის პირველი ნომერი, გელა კაპანაძე გვეუბნებოდა, რომ სიას შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ გუბერნატორი, სუსი, პარლამენტის წევრები და ამის შემდეგ გახდა ცნობილი პარტიის წევრებისთვის", -განაცხადა ირმა პაპიძემ.

,,ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომერი გელა კაპანაძე ყოფილი წევრის ბრალდებებს უარყოფს. გელა კაპანაძის განცხადებით, პარტიის დატოვების შესახებ არცერთი პირის განცხადება ამ დრომდე არ შესულა ადგილობრივ ორგანიზაციაში. კაპანაძე 50 წევრის მიერ პარტიის დატოვების შემთხვევაშიც საგანგაშოს ვერაფერს  ხედავს და ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციაში როტაციის პროცესი მიმდინარეობს.

,,როტაციის პროცესი მიმდინარეობს მმართველ პარტიის გორის ორგანიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ, ოფიციალურად, პარტიის დატოვების შესახებ ირმა პაპიძესაც არ მოუმართავს.  პარტიულ სიასთან დაკავშირებით, მე არ მითქვამს, რომ სუსი იღებდა გადაწყვეტილებას. მათ ვუთხარი, რომ სათავო ოფისის მონიტორინგის სამსახურში მიდიოდა გადამოწმება, რაც ჩვეულებრივი პროცესია და ყველა პარტიაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა გელა კაპანაძემ.

მმართველი პარტიის გორის ორგანიზაციაში განხეთქილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ,,ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი დაასახელა. პარტიის წევრების ნაწილი კი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელის, დავით ონიაშვილის კანდიდატურას  უჭერდა მხარს.  მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი  გორის მერობის კანდიდატად ,,შენების მოძრაობამ" წარადგინა. ,,ქართული ოცნებიდან" მხარდამჭერების ნაწილი ონიაშვილს  ,,შენების მოძრაობაში" გაჰყვა.
 

ახალი ამბები