კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის შედეგებს წარმოადგენს

1 ოქტომბერი, 2017
3 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრი მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის პრეზენტაციას გამართავს. 
 
ცენტრმა დაასრულა ერთწლიანი პროექტი - „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“. კვლევა ეხება 2016 წლის 20 თებერვალს ძალაში შესულ მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მკვლევარებმა გამოკითხვის გზით, სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ადვოკატებისგან, პროკურორებისგან, მოსამართლეებისგან, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებისგან და სხვა აქტორებისგან, რომლებსაც აქვთ სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის გამოცდილება და ექსპერტიზა. 

კვლევის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს სახალხო დამცველთან და იურიდიული დახმარების სამსახურთან. ორგანიზაციის წარმომადგენლები და მკვლევარები შეხვდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით თვითონვე დაიკითხა მოწმედ სასამართლოში. 

პროექტი ითვალისწინებდა უფასო იურიდიული დახმარების კომპონენტს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები უშუალოდ ახლდნენ მოწმეებს სასამართლო პროცესებზე, მათ შორის - „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა შემდეგი საკითხები: როგორ მოქმედებს ახალი წესი პრაქტიკაში; რამდენად დაცულია მოწმეთა უფლებები მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას; რამდენად დასაბუთებულია პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს გადაწყვეტილება; რამდენად დაცულია შეჯიბრებითობის პრინციპი მოწმეთა დაკითხვისას; რამდენად უზრუნველყოფს მოწმის დაკითხვის მოქმედი წესი მოწმეთა უსაფრთხოებას; გაცნობიერებული აქვთ თუ არა მოწმეებს თავიანთი უფლებები და ა.შ.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებით ილახება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი. კვლევამ, ასევე, გამოავლინა მოწმის დაკითხვის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობებისა და მოსამართლეთა განჩინებების დასაბუთებულობის პრობლემა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა ადვოკატირებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებასთან“ ერთად განახორციელებს.
 
პროექტი „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები