14:09, Thursday, 23.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თვითმმართველობის არჩევნები კასპის მუნიციპალიტეტში - სამთავისის უბანზე მომხდარი ინცინდენტი

31.10.2017

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

თვითმმართველობის არჩევნებში კასპის მუნიციპალიტეტის  მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოდა.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, არჩევნების პირველივე ტურში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატმა მანუჩარ მერებაშვილმა გაიმარჯვა. მან არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 64.76% (10 471 ხმა) მიიღო. 16.31 %-ით (2 638 ხმით) მეორე ადგილზე გავიდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრობის" მერობის კანდიდატი ალექსანდრე შაქარაშვილი. ,,პატრიოტთა ალიანსის" კასპის მერობის კანდიდატმა მამუკა ბექაურმა 10. 51%-ი (1700 ხმა) მიიღო.  5.8%-ი (938 ხმა) ,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა დიმიტრი გორგაძემ. ,,რესპუბლიკური პარტიის" მერობის კანდიდატმა ნათია ბახტაძემ - 2%-ი (323 ხმა). ,,ტრადიციონალისტების" მერობის კანდიდატმა ნუგზარ გაგუამ 0.61%-ი (98 ხმა) მიიღო.

 ,,სამთავისის საარჩევნო უბანზე შეცვლილი შედეგები"

კასპის #28-ე სამთავისის საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარი კანდიდატების ბიულეტენების დათვლისას,  თავდაპირველად, გამარჯვებულად ,,დემოკრატიული მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  მალხაზ ჯაბანაშვილი გამოცხადდა, რომელმაც 162 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ უზნაძე 159 ხმით გავიდა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელმეორედ დაიწყეს შედეგების განხილვა: ერთი ბათილი ბიულეტენი ჩაუთვალეს  ,,ქართული ოცნების" კანდიდატს ვლადიმერ უზნაძეს, ხოლო მალხაზ ჯაბანაშვილს გაუბათილეს 3 ბიულეტენი. შემაჯამებელ ოქმში საბოლოოდ შედეგები შემდეგნაირად აისახა: ვლადიმერ უზნაძეს 160 ხმა, ხოლო ჯაბანაშვილს 159 ხმა. ამის გათვალისწინებით, შედეგები შეიცვალა და მაჟორიტარული ოლქი მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიგო.

,,მართველი პარტიის კანდიდატმაც კი მიულოცა გამარჯვება ჯაბანაშვილს, თუმცა ნახევარ საათში პირიქით შეატრიალეს და ერთი ხმით მოაგებინეს ქართული ოცნების კანდიდატს. აუცილებლად უნდა დაისაჯოს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი მომხდარის გამო", - აცხადებს ოთარ ქოსაშვილი, რომელიც საკრებულოში ,,ლეიბორისტული პარტიის" სიით შევიდა.   

 #30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 10 საჩივარი შევიდა. საოლქო საარჩევნო კომისიამ 10 საჩივრიდან მხოლოდ ერთი საჩივარი დაუკმაყოფილა, ოთხი საჩივარი განუხილველი დატოვა, ხუთი კი  არ დააკმაყოფილა. საოლქო საარჩევნო კომისიამ  კასპის #28-ე სამთავისის საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევებზე  ,,სამართლიანი არჩევნების" მიერ კომისიაში დაწერილი საჩივარი  განუხილველი დატოვა.  კომისიის თავმჯდომარე  მიზეზად იმას ასახელებს, რომ საჩივარი უბანზე არ დაწერილა.  ,,სამართლიან არჩევნებს" კი სამთავისის უბანზე დამკვირვებელი არ ჰყავდა და ამის გამო საჩივრის დაწერა  პირდაპირ კომისიაში მოუხდა.

,,საჩივარი ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს, რომლის ვადებიც გასული იყო და ამის გათვალისწინებით, განუხილველი დარჩა ეს საჩივარი", -  აცხადებს #30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნონა ნონიაშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობა

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო 34 წევრით დაკომპლექტდება, აქედან 15 მანდატი არჩევნებში  მონაწილე პარტიების პროპორციული შედეგებით გადანაწილდება. ცხრა მანდატი ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ერგო, ხოლო ექვსი  ოპოზიციას: ,,ევროპული საქართველო" და ,,ლეიბორისტული პარტია" საკრებულოში თითო-თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილი, ხოლო ორ-ორი წევრით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრობა" და ,,პატრიოტთა ალიანსი". რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ცხრამეტიდან - ცხრამეტივე ოლქი მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოიგეს.  კასპის მუნიციპალიტეტის 34 წევრიან საკრებულოში 28 წევრი ,,ქართულ ოცნებას" ეყოლება.  
 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC