22:13, Thursday, 19.04.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სუნთქვის მწვავე უკმარისობა თუ სამსახურეობრივი გულგრილობა

29.11.2017

 
ნათია გოგოლაშვილი

„ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, - 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს პროკურატურამ გამოაქვეყნა დასკვნა. პროკურატურა გარდაცვალების მიზეზად ჰაერის უკმარისობას ასახელებს. ამასთან, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

„დასკვნის თანახმად, პირის გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა. პ.პ. - ს ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. პარალელურ რეჟიმში კვლავ მიმიდნარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ, პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას“, - განაცხადეს პროკურატურაში.

32 წლის პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის ფერდობზე, მე-4 მიკრო რაიონში, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას,  დაიღუპა. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. თუმცა ოჯახი და მათი ადვოკატი, საიას იურისტი , ლევან ვეფხვაძე, საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა, გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით გაგრძელდეს.

შინაგან საქმეთა სამიანისტრომ 25 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტა მოქალაქის გარდაცვალებისას განვითარებული მოვლენები.

"მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარებაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა“, - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 

პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა. 29 ოქტომბერს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. როგორც პროკურატურა განმარტავს, პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს ინცინდენტი და პავლიაშვილის დაკავების პროცესი.

"პროკურატურაში გამოკითხვისას, პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პავლიაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურეობრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა, დამუხტვის მიზნით, ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინცინდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

საქმესთან დაკავშირებით, კითხვები გააჩინა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი, პაატა პავლიაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადასვენების ფაქტმაც. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცხედრის რუსთავში გადაყვანის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუხდა.

„ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დეპარტამენტში (თბილისი) მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების და სტანდარტების დაცვის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება ტექნიკური ხასიათის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, სატვირთო ლიფტის პროფილაქტიკური-სარემონტო სამუშაოები. ა.წ. 19 ოქტომბერს, უმოკლეს ვადაში სატვირთო ლიფტზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2 დღით ლიფტის გაჩერების მოთხოვნით, ბიუროს მომართა კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს „საქართველოს ლიფტების კომპანია“. სწორედ ამიტომ, ა.წ. აღნიშნულ პერიოდში გარდაცვლილი 6 პირიდან, მათ შორის ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის რუსთავის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში შეყვანამდე უკვე შეყვანილი იყო 4 გარდაცვლილი პირი და მის შემდგომ ამავე განყოფილებაში შეყვანილ იქნა 2 გარდაცვლილის ცხედარი“, - განმარტეს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

„მომხდარი შემთხვევა არის სამწუხარო დადასტურება იმ პრობლემების, რომლებზეც ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს არასამთავრობო სექტორი. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში პოლიციის სისტემური რეფორმის საჭიროებას, რომელმაც უნდა შექმნას რეალურად ხალხის სამსახურში მდგომი სამართალდამცავი უწყება, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება მაღალი ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. ამავდროულად, საჭიროა შეიქმნას ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უპასუხებს სამართალდამცავების დაუსჯელობის პრობლემას“, - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

მესამე სექტორი აქცენტს ვიდეო ჩანაწერის არარსებობაზე აკეთებს. მათი განცხადებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ვიდეო-ჩანაწერების არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში ამ საქმეზე არსებულ კითხვებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შს სამინისტროში მოქმედი შიდა ინსტრუქციითა და ეთიკის კოდექსით, პატრულის თანამშრომელი ვალდებულია, აწარმოებდეს ვიდეო-გადაღებას. 

„სამხრე ვიდეო კამერების ჩანაწერები მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, თუ სხვა ტიპის დარღვევას ადგილი. შესბამისად, ასეთი ჩანაწერი შესაძლოა, გამოყენებული იყოს მოქალაქის მხრიდან საკუთარი უდანაშაულობის სამტკიცებლად, ან პირიქით, სამართალდამცავის მიერ, საკუთარი ქმედების მართლზომიერების დასასაბუთებლად. ამ საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიციისა და მოქალაქის კომუნიკაციის სათანადო დოკუმენტირება არის პრობლემა, რაც როგორც წესი მოქალაქის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. ვიდეოგადაღება ცხადია არ არის და არც უნდა იყოს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საპოლიციო თუ საგამოძიებო მოქმედება უწყვეტ რეჟიმში ფიქსირდებოდეს სამხრე ვიდეო-კამერით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლები შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარებას ითხოვდნენ პარლამენტში, რათა არსებული კითხვებზე პასუხები მოესმინათ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში ვიზიტი იგეგმებოდა, თუმცა, იგი მიმდინარე თვეში გიორგი გახარიამ შეცვალა. გახარია შს მინისტრის მოვალეობის შესრულებას 14 ნოემბერს შეუდგა. საზოგადოება კი, კვლავ ელის კითხვებზე პასუხს, რომელიც გამოძიებამ უნდა გასცეს. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა
გორის თვითმმართველობა 13 700 ლარს 43 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაიხდის
ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეზე საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელთა მხრიდან ძალადობას წაახალისებს
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა საინფორმაციო შეხვედრები და დაზარალებულთა საჭიროებების კვლევა დაიწყეს
არქივი
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC