19:38, Friday, 22.06.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს შს სამინისტროს მიერ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების უკანონო ფაქტს ეხმაურებიან

27.12.2017

 
ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი საიდუმლოების უფლების ხელყოფის გამო, რაც თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაში გამოიხატა და მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე შემოწმება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

2017 წლის 22 დეკემბერს სოფელ ქისტაურში ხოსიაშვილების საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ოჯახის ერთ-ერთი წევრის 31 წლის თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. აღნიშნული ფაქტს 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ „შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი გახდა შეუძლოდ. იგი გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში. ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა“.  

2017 წლის 26 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ გაავრცელა განცხადება ამავე უწყების გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივ შემოწმებასთან დაკავშრებით, სადაც დეტალურად არის აღწერილი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებული ინფორმაცია.

საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის პირად საიდუმლოებას კერძოდ, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“. 

ხსენებული უფლება ასევე დაცულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლითა და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ გაეროს პაქტის მე-17 მუხლით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი პერსონალურ ინფორმაციას მიაკუთვნებს ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

ამავდროულად ხსენებული საკანონმდებლო აქტი პერსონალური მონაცემებისაგან განასხვავებს და დამოუკიდებლად განსაზღვარს „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის“ ცნებას, რომელიც მოიცავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. ამავე კანონის მე-6 მუხლი კი გამორიცხავს მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობას, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე. 

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, „ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. გადაწყვეტილება და პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში“.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხსენებული განცხადების გავრცელებით დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და გაამჟღავნა ფიზიკური პირის შესხებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები თავად ამ პირის თანხმობის გარეშე.  

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე:

მოვუწოდებთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აღნიშნულ საქმეზე საკუთარი ინიციატივით განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოწმება, მათ შორის შეამოწმოს თუ რა გზით მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია და ხომ არ იკვეთება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, შეამოწმოს მისი გასაჯაროების კანონიერება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

ამავდროულად მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამომავლოდ თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის ინფორმაციის გასაჯაროებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა. 

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • კავშირი „საფარი“
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს შეხვდნენ
სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
გურჯაანში ვასო მაისურაძის ცემის საქმეზე სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავეს
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემისა და ე. წ. ციანიდის საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
არქივი
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC