14:16, Tuesday, 20.02.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას სოსო ოსორაულის საქმის გამოსაძიებლად

26.01.2018

 
კონგოს რესპუბლიკაში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენცია გამართა. ინტერნეტკომუნიკაციის გზით, ჟურნალისტების შეკითხვებს, სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა უპასუხა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია კონგოს რესპუბლიკაში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო. ხვალ ერთი წელი ხდება, რაც სოსო ოსორაული იმყოფება ტყვეობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში ოჯახისთვის უცნობია, სახელმწიფომ რა ღონისძიებები  გაატარა მის გასათავისუფლებლად და სამშობლოში დასაბრუნებლად. 2017 წლის მაისში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზე, სოსო ოსორაული გარდაცვლილად გამოაცხადეს, მაგრამ ამის შემდეგ ოჯახმა კვლავ მიიღო ინფორმაცია, რომ მძევალი ცოცხალია. 

დღემდე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რაც დაადასტურებს სოსო ოსორაულის გარდაცვალების ფაქტს. მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქის ძებნა შეწყვიტა და მის ხელთ არსებული მასალები გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს სოსო ოსორაულის ძმას, გიორგი ოსორაულს, რომელიც სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი ძმა, დიდი ალბათობით, ცოცხალია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა განცხადებით, რათა ოჯახს მისცემოდა საშუალება, გაცნობოდა საქმის მასალებს, მაგრამ ორგანიზაციას დღემდე პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია. მთავარ პროკურატურას ოსორაულის ოჯახისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად,   საქართველოს სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. ამასთანავე, მოქალაქეობის შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ფარგლების გარეთ იცავს საქართველო.  

საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს სოსო ოსორაულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC