კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აძვში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

24 მარტი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

22 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. “საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე​ დააკავეს. დაკავებულები არიან აძვში მცხოვრები იოსებ გუნდიშვილი და ახლუბნის მკვიდრი დავით გერკეული. როგორც აძვში მაცხოვრებლები ყვებიან, მათი დაკავება სოფელ აძვის  ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

,,მეზობლის ბიჭი გარდაიცვალა და მის საფლავზე მესერის გაკეთებაში ეხმარებოდნენ, შემდეგ ეკლესიაში ასულან სანთლების ასანთებად და მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მეტი არაფერი ვიცი. ძალიან ვნერვიულობ, ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია, ალბათ გამოუშვებენ, მაგრამ ძალიან შეშინებული ვართ ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ", – აცხადებს ერთ–ერთი დაკავებულის, დავით გერგაულის, დედა, ლალი მაჭარაშვილი. 

სოფლები - ახალუბანი და აძვი -   საოკუპაციო ხაზს ესაზღვრებიან, თუმცა როგორც აძვში მაცხოვრებლები ამბობენ, სოფლის აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც დაკავება მოხდა, არც საოკუპაციო ხაზი არ არის გავლებული და არც ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები დგას. ადგილობრივების თქმით, ეკლესიაში თავისუფლად ადიოდნენ და გასულ პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე არავინ არ დაუკავებიათ.

საოკუპაციო საჯარისო ნაწილებმა იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული სოფლის ეკლესიის მიმდაბარე ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა ადგილზე დატოვეს იოსებ გუნდიშვილის ავტომანქანა,  რომელსაც უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, საქართველოს შსს თანამშრომლებმა   შესაბამისი დათვალიერება ჩაუტარეს.  

აძვში ჩავიდა გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც დაკავებულების ოჯახის წევრებს შეხვდა და განუცხადა, რომ  აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, ასევე ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. თავზარაშვილის თქმით, დაკავებულების გათავისუფლების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დავით გერკეულსა და იოსებ გუნდიშვილს ბრალად ე.წ. „საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთა წაუყენეს.

,,აღნიშნული მომენტისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახური საქმეს არკვევს. განიხილება საქმის მასალების სასამართლოში გადაცემის საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ახალი ამბები