კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

4 სექტემბერი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სწავლობს საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, რაც უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის შეთავაზებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც წარმოდგენილია მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესები, ხოლო დასაქმებულთა უფლებები ვერ ესადაგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

შეთავაზებული ხელშეკრულებით,  სრულად იცვლება დასაქმებულის სამუშაო პირობები, რაც საათობრივად დასაქმების სამუშაო რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს. ანაზღაურება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.  შეთავაზებაში მოცემულია დღიური ანაზღაურების ტარიფი, მაგრამ არ არის გაწერილი სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა, რაც დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, რომ დასაქმებულმა, ხელშეკრულების შესაბამისად, ერთი სამუშაო დღეც ვერ მიიღოს. ხელშეკრულებით, ასევე, დასაქმებულს ეკრძალება სხვა  მედიასაშუალებაში დასაქმება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს კონკრეტული შეთავაზება რეალურად სამსახურიდან გათავისუფლების ანალოგია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ ცვლილებების შეთავაზება დასაქმებულეთათვის სტრესული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს, რაც  უგულვებელყოფს დასაქმებულთა შრომით უფლებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებას ამახვილებს  თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმების დასაბუთებულობაზე. მნიშვნელოვანია მკაფიო, ობიექტური არგუმენტების გაწერა მენეჯმენტის მიერ, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს გამჭვირვალე და დასაბუთებული.

ასევე, საყურადღებოა შეთავაზებული ხელშეკრულების სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილი, რომლის საფუძვლად მითითებულია საქართველოს  შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი. ეს ნაწილი ბუნდოვანია და არ მოიცავს გათავისუფლების კონკრეტულ საფუძველს, რაც დამსაქმებელს თვითნებობის საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს  აღნიშნული ჩანაწერი.

მნიშვნელოვანია, პროცესში აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რათა ობიექტურად შეაფასოს  მაუწყებლის საკადრო პოლიტიკა, დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებების კანონთან შესაბამისობა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებელს:

  • დასაქმებულთათვის შექმნას სამართლიანი შრომითი გარემო, სადაც შრომითი ურთიერთობა დაფუძნებული იქნება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დაბალანსებული, შრომითი უფლებების საფუძველზე;  
  • უზრუნველყოს აღნიშნულ პროცესში საზოგადოებრივი პროფესიული კავშირის მონაწილეობა და ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერება, მანამ სანამ საზოგადოებრივი პროფესიული კავშირის ჩართულობა არ იქნება უზრუნველყოფილი, რომ არ მოხდეს ერთპიროვნული, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება;
  • სამართლიანი შრომის პირობების შესაქმნელად აწარმოოს  დასაქმებულებთან დიალოგი, მათი საჭიროებებისა და უფლებების გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი  სამართლიანი გადაწყვეტილებები;

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები