2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში
01.12.2018
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში“ წარმოდგენილია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მონიტორინგის შედეგები.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში დააკვირდნენ. მონიტორინგი განხორციელდა ადამიანის უფლებათა ცენტრის 25 დამკვირვებლის მიერ საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ - პანკისის ხეობაში, და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში.
სტატიკური დამკვირვებლების გარდა, მონიტორინგს ახორციელებდნენ მობილური ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის - humanrights.ge-ს ჟურნალისტები და ოპერატორები. დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ქვეყნდებოდა www.humanrights.ge-ზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირებულ დარღვევებს წარმოადგენდა: აგიტაცია და ამომრჩეველთა მობილიზება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც შეიცავდა ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის კონტროლის ნიშნებს, პარტიების მხარდამჭერი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არასათანადო კვალიფიკაცია და სხვადასხვა პროცედურული დარღვევა, ამომრჩეველთა მხრიდან ხმის მიცემის წესების არცოდნა და სხვა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას