11:24, Wednesday, 23.01.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

Web Portal on Human Rights in Georgia

Go
Advanced Search

გაერთიანებული ოპოზიციისათვის თელავში მიმავალი გზების გადაკეტვა შეკრების თავისუფლების მორიგი შეზღუდვაა

17.12.2018

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში მანიფესტაციის ჩატარების  ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 16 დეკემბერს დაანონსებული პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიალთან დაკავშირებით  გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა განიზრახეს თელავში მშვიდობიანი აქციის გამართვა,  თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს რამდენიმე ლოკაციაზე, გომბორის უღელტეხილთან და გურჯაანში ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნეს. საბოლოოდ, ოპოზიციამ დაგეგმილი  აქციის ჩატარება თელავში ვერ მოახერხა. 

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებულია პირთა უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ, როგორც ჭერქვეშ, ასევე გარეთ. კონსტიტუციით გარანტირებულია ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. აღნიშნული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის, იგი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა შეზღუდვას უნდა გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი და იყოს აუცილებელი და პროპორციული ამ მიზნის მისაღწევად. ამდენად უფლებაში ჩარევისას სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსების მოტივით.

განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადაჭარბებას და პირთა გადაადგილების თავისუფლების, ისევე როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას- გაერთიანებულ ოპოზიციას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აუკრძალეს არათუ პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიალის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩატარება, არამედ ქალაქ თელავში შესვლაც კი. ის ფაქტი, რომ  სახელმწიფო ორგანოებმა მანიფესტანტებს შესთავაზეს გადაადგილების ალტერნატიული საშუალება გრძელი შემოვლითი გზის სახით, სახელმწიფოს ქმედებას არ ხდის მართლზომიერს. ოპოზიციის აქცია შეეხებოდა საინაუგურაციო ცერემონიალს და ამდენად, მიზანმიმართულმა შეფერხებამ მთლიანობაში შინაარსი გამოაცალა მის ჩატარებას. ამავდროულად, შემაშფოთებელია აღნიშნულის საპასუხოდ ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გუშინ დეპუტატების მანქანაზე განხორციელებული თავდასხმა.

აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ ეს არ არის პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი აქციის ხელშეშლის პირველი შემთხვევა და ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, ამ მხრივ ცუდი ტენდენცია შეინიშნება (ე.წ. შვილმოკლული მამების აქციისას კარვების დადგმის აკრძალვა, ბასიანის სპეცოპერაცია და მის შემდგომ გამართული აქცია და ა.შ.). 

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ქმედება და მანიფესტანტების უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს,  საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ვითარებას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო არა რიგითი საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბება, არამედ  სახელმწიფოს ინსტიტუციონალური ნაბიჯი - ოპოზიციის წარმომადგენელთათვის ქ. თელავში შესვლის აკრძალვით, არამართლზომიერად შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება და ამდენად არ მიეცათ მათთვის აქციის გამართვის საშუალება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ზიანს აყენებს პოლიციის რეპუტაციას, რაც თავის მხრივ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების საკითხი. ასევე შეისწავლოს ძალადობის ფაქტები, რომელიც მიმართული იყო ერთი მხრივ აქციის მონაწილეების, მეორე მხრივ  კი ინაუგურაციაზე მისული პირების, მათ შორის დეპუტატების წინააღმდეგ. ამავდროულად მნიშვნელოვანია მან ამცნოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები. ამასთან, მოვუწოდებთ ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ კანონის ფარგლებში.  

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საფარი
  • ტოლერანტობისა და მრაფალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ფონდი ღია-საზოგადოება საქართველო (OSGF)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
Leave your comment
Your name:
Your comment:

Security code: Code
OTHER NEWS
POLL
Have you ever been victim of domestic violence and have you applied to law enforcement bodies for help?
Yes, I have been victim of domestic violence and have applied to LEB for help Yes, I have been victim of domestic violence but have not applied to LEB for help I have not bee victim of domestic violence

BLOG

Vanished people – “Never forget me”
Grandma disappeared a month ago. 73-years-old grandma joined the list of missing people; she disappeared from her own yard, in her native village.
Detailed...
Disbelief based on partiality Reality is different
Fragile Peace in Balkans
Archive




EDITORIAL

Forgotten by government veterans
Every year, fewer and fewer veterans of the World War II meet the Victory Day. The society receives information about them only on
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?
Archive
THEMES

CATEGORIES

Copyright © 2004 - 2019 HRIDC