კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა

21 იანვარი, 2019
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას, დროულად შეიმუშაოს საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა – წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის პირველი მიმართვიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია ეფექტიანი ზომები წყლის ობიექტებზე ტრაგიკული შემთხვევების პრევენციისათვის. ვითარება კი კვლავ საგანგაშოა -ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში საქართველოს ტბებში, მდინარეებსა და ზღვებში დაღუპულია 65 ადამიანი.

საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ მინიმალური სტანდარტითაც არ არის დაკმაყოფილებული საერთაშორისო ვალდებულებები, სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში. ეროვნული რეგულაციები არ შეესაბამება წყლის სფეროში არსებულ ევროპულ დირექტივებს, მათ შორის, წყლის ხარისხის შესახებ დირექტივის მოთხოვნას, რისთვისაც ევროკომისიამ მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება საბანაო წყლების კლასიფიკაციისა და ინფორმაციის განთავსების ერთიანი სიმბოლოების შემოღების შესახებ.

საქართველოს არ გააჩნია მარეგულირებელი ჩარჩო წყალზე სიცოცხლისთვის საშიში ზონების განსაზღვრისა და მათი მუდმივი მონიტორინგის ვალდებულების შესახებ; არ არის სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს შორის კომპეტენციებს გამიჯნავს და პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისას კოორდინაციას დააწესებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი, როგორებიცაა - გულგრილობა, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება, შესაძლებლობას იძლევა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს იმ სახელმწიფო და/ან კერძო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც ვალდებულნი არიან, მიიღონ პირველადი ზომები, წყლის ობიექტებზე დაამონტაჟონ ბარიერები და გამაფრთხილებელი აბრები. თუმცა, იმის გამო, რომ საკანონმდებლო რეგულაცია ცალსახად არ მიჯნავს ერთმანეთისგან კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ ახერხებენ პასუხისმგებელი ორგანოს/პირის დადგენას და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

ეროვნული პლატფორმის მოთხოვნაა:

1.შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონქვემდებარე აქტი „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, რომელიც უზრუნველყოფს პასუხისმგებელი უწყებების კომპეტენციების გამიჯვნას და განაწილებას.

2. საქართველოს მთავრობამ, წყალში დახრჩობის შემთხვევების კატასტროფული სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიმუშაოს წყალში დახრჩობის პრევენციის სტრატეგია/სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება:

  • წყალში დახრჩობის გარემოებებისა და მიზეზების მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემების გაუმჯობესება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წყალში დახრჩობის შემთხვევათა პრევენციის პრაქტიკული სახელმძღვანელოს შესაბამისად;
  • საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საშიში ზონების გამოვლენა და აღრიცხვა;
  • სათანადო წესით, საინფორმაციო გამაფრთხილებელი აბრების განთავსება და ბარიერების დამონტაჟება წყალთან მისასვლელის შესაზღუდად;
  • ცვლილებების ინიცირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც დააწესებს მკაცრ სანქციებს აკრძალვის დამრღვევებისთვის;
  • წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების გამოძიებების წარმართვა სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების სტანდარტით;
  • სეზონის განმავლობაში, მაღალი საფრთხის შემცველ ადგილებზე, ეფექტიანი სამაშველო და პატრულირების სისტემის დანერგვა და სამაშველო რგოლების განთავსება;
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელება მოწყვლადი ჯგუფებისთვის (ბავშვები, ახალგაზრდები, ტურისტები).

ხელმომწერი ორგანიზაციები:
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • CENN
  • ლიბერალური აკადემია - თბილისი
  • თავისუფალი არჩევანი
  • ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
  • სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურს ცენტრი
  • ასოციაცია „ათინათი“
  • ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
  • იმერეთის მხარის მეცნიერებათა კავშირი „სპექტრი“
  • საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
  • ასოციაცია „დეა“
  • ასოციაცია „მერკური“
  • ააიპ „განიარაღება და არაძალადობა“
  • ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“
  • ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“
  • ახალგაზრდული ალტერნატივა
  • ფონდი „სოხუმი“
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  • მეწარმე ქალთა ფონდი
  • ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  • საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია „საქართველოს ჩაი“
  • სტუდია „მონიტორი“
  • ციხის საერთაშორისო რეფორმა
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ენერგოეფექტურობის ფონდი
  • მეწარმე ქალთა ფონდი
  • ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
  • საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
  • საერთაშორისო ბიზნესის  და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები
  • ფონდი „ადგილის დედა“
  • მეგობრობის ხიდი ქართლოსი 
  • ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
  • ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის
  • „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“
  • ფონდი „სოხუმი“
  • „გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის“
  • ასოციაცია „იმედი“

ახალი ამბები