21:09, Monday, 24.06.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვა დღეს გაიმართება

07.02.2019

 
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვა. სასამართლო პროცესი დღეს, 7 თებერვალს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება, პროცესებს ესწრება მისი ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი. 

2018 წლის 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში, მყისიერად გააქტიურდა საქართველოს მთავარი პროკურატურა და ლაშა თორდიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ერთ დღეში ბრალი წარუდგინა ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ლაშა თორდია ცნო დაზარალებულად, ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით. ამავე დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის აუხსნელი და გაუგებარია პროკურატურის ასეთი ჰიპერაქტიურობა და განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ 2018 წლის  5 ნოემბერს  ჩატარებული ყველა ღონისძიების თაობაზე, ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი ორგანიზაციისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ტელევიზიიდან გახდა ცნობილი.

საქართველოს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, მიხეილ ჩოხელისთვის წარდგენილი სსსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილი ბრალი (ცემა), გადაკვალიფიცირებულიყო  ამავე კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე). პროკურატურამ არც ის ფაქტორი გაითვალისწინა, რომ საქმეში, ერთი და იმავე ქმედებისთვის, ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი, რის გათვალისწინებითაც საქმეს უნდა მისცემოდა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC