13:55, Saturday, 07.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მონიტორინგს აგრძელებს (ფოტორეპორტაჟი)

25.04.2019

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ის ნაბიჯები, რაც დღემდე გადაიდგა, არის არასაკმარისი და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებობს და აუცილებელია სახელმწიფომ ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკა აწარმოოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მაცხოვრებლების პრობლემების მოსაგვარებლად", - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგი სოფელ ატოციდან დაიწყო, სადაც მღალმთიანობის კანონი ვრცელდება, თუმცა ადგილობრივების თქმით, მათი მდგომარეობა უმნიშვნელოდ შეიცვალა უკეთესობისკენ. ადგილობრივების თქმით, არის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მთის კანონის სოციალურმა შეღავათებმა სოფელში მიგრაცია ბოლომდე ვერ შეაჩერა. ადგილობრივების ნაწილის სახნავ-სათესი მიწები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ერთ-ერთი ადგილობრივის, მერაბ ზანაძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე წელს, პირველად, დაიწყეს მიწების დამუშავება.

,,მას შემდეგ, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები დგანან საოკუპაციო ხაზთან და აწარმოებენ მონიტორინგს, უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს და დავიწყეთ მიწების დამუშავება. გასულ წლებში ვერ ვამუშავებდით უსაფრთხოების ზომების არარსებობიდან გამომდინარე, რადგან ხშირად გადმოდიოდნენ სამხედრო ფორმირებები ოკუპირებული ტერიტორიდან",  -აცხადებს ზარნაძე.

ატოცში მცხოვრებლები ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფთან საუბარში აცხადებენ, რომ სოფელში მთელი რიგი პრობლემებია. მათი თქმით, მიუხედავად ჭაბურღილების გაკეთებისა, სასმელი წყლის პრობლემა ბოლომდე მაინც ვერ მოგვარდა. 

სოფელ ატოციდან საოკუპაციო ხაზამდე მოუწესრიგებელია საავტომობილო გზა და უამინდობის დროს ავტომანქანებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი საოკუპაციო ხაზთან ტრაქტორით მივიდა. საოკუპაციო ხაზთან ანტისაოკუპაციო მოძრაობა უკვე რამდენიმე თვეა, პატრულირებს, მათ საველე კარავი აქვთ გაშლილი და იქიდან აკვირდებიან ოკუპანტების გადაადგილებას, როგორც მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ფორმირებები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

,,ხშირად გადმოდიან ოკუპირებული ტერიტორიიდან ფორმირებები, რომელსაც ვაფიქსირებთ, ვიღებთ ვიდეოს და შემდეგ სოციალურ ქსელში ვტვირთავთ, ჩვენი აქტიურობას შედეგი აქვს ის, რომ, რაც ჩვენ აქ ვპატრულირებთ არცერთი დაკავება არ ყოფილა ატოცში, ასევე ამ დრომდე შეჩერებულია მავთულხლართების გავლების პროცესი, მხოლოდ საყრდენები აღმართეს", - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი მიხეილ ბალიაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, უჩა ნანუაშვილმა ადგილზე დაათვალიერა საოკუპაციო ხაზი, კონკრეტულად ის ადგილები, სადაც ამ დროისთვის გამყოფი ხაზის აღმნიშვნელი რკინის საყრდენებია  განლაგებული. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას.  
      
,,მონიტორინგის მიზანია, რომ განახლებულ რეჟიმში გვქონდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების კუთხით პრობლემები, სამწუხაროდ, გრძელდება და ასეთი ფაქტებიც იყო ბოლო პერიოდშიც, მოქალაქეებს არ აქვთ შეგრძნება, რომ არიან დაცულები, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ყველა პირობა, რათა ადგილობრივების უფლებები და  უსაფრთხოება იყოს დაცული და ამისთვის გადასადგმელია უფრო რადიკალური ნაბიჯები, თუნდაც ის, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უფრო მეტი საპოლიციო საგუშაგოები უნდა იყოს, ასევე, პატრულირება უნდა გახშირდეს. არის მთელი რიგი დასახლებები, სადაც საგუშაგოები არ არის და ეს, პირველ რიგში, მოსახლეობას უქმნის სერიოზულ პრობლემას, ამიტომ ადგილობრივებმა თავი დაცულად რომ იგრძნონ, საგუშაგოები უნდა იყოს უფრო მეტი და ასევე ახლოს დასახლებულ პუნქტებთან და არა ისე, როგორც დღეს არის -  მოშორებით. არის კიდევ ბევრი სოციალურ- ეკონომიკური პრობლემები: არ არის გზები, ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად,  არის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა,რაც ქმნის გაუსაძლისს ფონს და იძულებულს ხდის ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დატოვონ სოფლები და, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება. ძალიან ცოტა ახალგაზრდას შეხვდებით ამ სოფლებში, ეს არის სერიოზული პრობლემა და ამას კარგად უნდა აცნობიერებდეს სახელმწიფო",- აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა.

სოფელ ატოციდან ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი კიდევ ერთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჭვრინისში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, გასულ წლებში ისინი ხშირად დაუკავებიათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, შემდეგ გადაიყვანდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ფოტოებს  უღებდნენ და ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით ასამართლებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს კვლავ ტოვებს მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე. ჭვრინისის ტყისა და საძოვრების დიდი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. მოსახლეობა ვეღარც შეშით და ვერც საძოვრებით ვეღარ სარგებლობს, რამაც მათი ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაართულა. ამას ისიც ემატება, რომ ჭვრინისს  არ მიენიჭა მაღალმთიანი ზონის სოფლის სტატუსი, რის გამოც ადგილობრივები ვერ სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით.     
 
,,მინიმალურია ის, რაც გაკეთდა და ამაზე არ შეიძლება გაჩერდეს ხელისუფლება. ის, რომ თუნდაც მაღალმთიანი სტატუსი არა აქვს ბევრ სოფელს მინიჭებული იმ მიზეზით, რომ კანონის თუნდაც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, აქ გამოსავალია სპეციალური კანონის მიღება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას  გააუმჯობესებს. მთის კანონის გარეშეა დარჩენილია რეგიონის მთელი რიგი დასახლებული პუნქტები და ეს უნდა იყოს კომპენსირებული სპეციალური პროგრამით, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლების საჭიროებებზე  იქნება მორგებული", - აცახდებს უჩა ნანუაშვილი.


საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგის  პროექტს ადამიანის უფლებათა ცენტრი ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მხარდაჭერით ახორციელებს. ამავე პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2019 წლის თებერვალში სპეციალური ანგარიში მოამზადა ,,მავთულხლართების ზონა", სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი.


[1] 2
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC