08:02, Sunday, 21.07.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტალინის გამზირისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას

20.05.2019

 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის ცენტრალური ქუჩისთვის, სტალინის გამზირისთვის, სახელწოდების შეცვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. ქუჩის სახელწოდების შეცვლას მარო მაყაშვილის საზოგადოება ითხოვს. მათ აქცია-პერფომანსი გამართეს და თვითმმართველობას კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. 

კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას, ასევე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვას გულისხმობს.

„მერო, საკრებულოვ, გადაარქვი ამ ქუჩას სახელი", - ამ ტრანსფარანტს, საჰაერო ბუშტები მოაბეს და გორის საკრებულოს შენობის წინ სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს. აქციას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათგან ერთ-ერთი იყო ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრი ალექსანდრე ვალიაური.

,,ევროპამ სწორი არჩევანი გააკეთა თავის დროზე, როდესაც მათ უარი თქვეს როგორც ჰიტლერზე, ისე სტალინზე და დანარჩენ დიქტატორებზე. ჩვენი პრობლემაა, რომ ჯერ კიდევ, მენტალურად, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ. ჩვენ გვყავს არჩეული საკრებულოს წევრები, მერები, რომლებიც ვერ ამბობენ და აკეთებენ იმას, რაც არის გასაკეთებელი. ყველა, ვინც დღეს არის გორის საკრებულოში, მათგან 90% მეთანხმება, მაგრამ მათ აქვთ პოპულისტური პოზიცია დაჭერილი, იმიტომ რომ იციან, რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი ამ ქალაქში და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად ვერ დგამენ ამ ნაბიჯს და ვერ აკეთებენ იმას, რაც არის გასაკეთებელი", - აცხადებს ალექსანდრე ვალიაური, რომელიც მიიჩნევს რომ სტალინის მშობლიურ ქალაქში მისი მიმდევრების რაოდენობა დღითიდღე მცირდება და დღეისთვის 3 %-ია.
საპირისპირო აზრი აქვს მოძრაობა ,,სტალინელების" წარმომადგენელ ალეკო ლურსმანაშვილს. მისი თქმით, მცირერიცხოვანად ჩანს ის ჯგუფი, რომელიც აქტიურობს, თუმცა ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში ხელისუფლებას ფართომასშტაბიან აქციებს ჰპირდება.

,,სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას იქ, სადაც იდგა, ხოლო ქუჩის სახელწოდების შეცვლაზე ზედმეტია ლაპარაკი, და თუ ამას გაბედავს ხელისუფლება და ქუჩის სახელწოდებას შეცვლის, მიიღებს დიდ საპროტესტო აქციებს", -ამბობს ლურსმანაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ თუ შესაბამისი პროცედურების დაცვით მიმართავენ საკრებულოს აპარატს საკითხი შევა სხდომის დღის წერიგში და დეპუტატები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ დაუჭირონ თუ არა მხარი სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლას.

,,ეს საკითხი შეუძლია საკრებულოს რომელიმე წევრმა დააყენოს დღის წერიგში, ასევე შუძლია მერიას მოგვმართოს და პეტიციის მეშვეობითაც მოხდება მისი ინიცირება. შემდეგ, პროცედურების მიხედვით, საკრებულო იმსჯელებს და გადაწყვეტს დაუჭიროს თუ არა მხარი საკითხს. მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ კენჭისყრის დროს და მანამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ", - აცხადებს დავით რაზმაძე.

სტალინის მიმართ განწყობები მის მშობლიურ ქალაქში შეცვლილია, რასაც სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკუსიებიც მოწმობს, სადაც სტალინის კრიტიკოსების რიცხვი გაზრდილია, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება მაინც ვერ ბედავს, სტალინის კულტს ღიად დაუპირისპირდეს, რადგან ,,სტალინელებს" შორის არიან ადგილობრივი ბიზნესმენები, რომელთა განაწყენებასაც ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ერიდებიან.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC