18:08, Sunday, 16.06.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტიქიით დაზარალებულების აქცია

30.05.2019

 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

27 მაისს,  სტიქიით დაზარალებულებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გამართეს და სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა და ანაზღაურება მოითხოვეს. 

25 მაისს მოსულმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელში ხეხილის მოსავალი მთლიანად გაანადგურა. აქციის მონაწილეების თქმით, წინასწარ ჰქონდათ აღებული აგრო კრედიტები, რომელიც მოსავლის მიღების შემდეგ უნდა დაეფარათ, თუმცა სეტყვის შედეგად თითქმის 100%-ით განადგურებული ხეხილის ბაღებიდან არა თუ კრედიტს ვეღარ დაფარავენ, არამედ საერთოდ შემოსავლის გარეშე რჩებიან. 

,,სოფელ ქერეში, თითქმის 100%-ით არის განადგურებული მოსავალი. რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცით. ვითხოვთ დახმარებას მთავრობისგან. ვაზიც გაფუჭდა, ვაშლის ერთი საღი ნაყოფიც აღარ დარჩა ხეზე", - განაცხდა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. მისი თქმით, ზარალის ანაზღაურება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ მოხდება.

,,ველოდებით სოფლის მეურნეობის მინისტრს და მასთან შეხვედრაზე გადაწყდება თუ როგორ და რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება", - განაცხდა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერის ამ განცხადებამ მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ შეკრებილი დაზარალებული მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება მათ პრობლემებს არასათანადოდ ეკიდება.

,,ჩვენ ვერ დაველოდებით, მინისტრი თუ თქვენ ვერ ჩამოგყავთ, წავალთ ავტობანს გადავკეტავთ და მინისტრის ჩამოსვლას დავაჩქარებთ", - განაუცხადეს გორის მერს აქციის მონაწილეებმა, რის შემდეგაც საპროტესტო  მსვლელობა ცენტრალურ ავტომაგისტრალამდე მოაწყვეს. სტიქიით დაზარალებულებმა გზის გადაკეტვა ავტობანის სვენეთის მონაკვეთზე სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პროტესტის ახალ ლოკაციაზე მივიდნენ მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. მოგვიანებით მათ შეუერთდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც დაზარალებულებს სთხოვა, რომ გორში კულტურის ცენტრის დარბაზში გადაენაცვლათ და მშვიდ გარემოში ესაუბრათ გამოსავალზე, რასაც აქციის მონაწილეებიც დაეთანხმნენ.

„დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმამდე ამცირებს“, - შეხვედრაზე მინისტრის ამ განცხადებამ დაზარალებულების პროტესტი გამოწვია, რადგან მათ დიდ უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. მინისტრის აგრო დაზღვევის პროგრამაზე საუბარს დაზარალებულების პროტესტი მოჰყვა და მათმა დიდმა ნაწილმა შეხვედრა დატოვა. 

,,სახელმწიფოს სარეზერვო ფონდი არ აქვს? როდესაც 100%-ით ნადგურდება მოსავალი, სწორედ სარეზერვო ფონდებიდან უნდა მოხდეს ხალხის დახმარება”, - აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელმაც პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. მასთან ერთად შეხვედრა დარბაზში დამსწრეების უმრავლესობამ დატოვა, თუმცა მინისტრმა დარბაზში 50-მდე დაზარალებულთან გააგრძელა საუბარი. მან შიდა ქართლის გუბერნატორს სთხოვა, რომ მოხდეს აგროსესხების გამცემი ბანკების ადგილობრივი ფილიალების მენეჯერებთან შეხვედრა, რათა კრედიტების გადახდა რამდენიმე თვით გადაუწიონ.

„ასოციაციის შეხვედრაზე ყველა ცენტრალურ ბანკს უკვე ვუთხარით, რომ ასეთი სტიქიის დროს მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოსახლეობის გაჭირვება, თუმცა კვლავ გაიმართება შეხვედრები საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აღებული სესხების გადავადებაში დავეხმაროთ. აგროდაზღვევის ელემენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, სადაც სახელმწიფო 70%-ს ფარავს", - განაცხდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 ​სეტყვით დაზარალებულების უმეტესობას ხეხილის ბაღები დაზღვეული არ ჰქონდა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სარეზერვო ფონდებიდან მოხდეს მათთვის ზარალის ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს განაახლებენ. სტიქიით დაზარალებულებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ხუბულურიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მან ზარალი საკუთარი თვალით ნახა რამდენიმე სოფელში და მიიჩნევს, რომ ასეთი ზარალის პირობებში საქართველოს მთავრობამ გამოსავალი უნდა მოძებნოს და დაზარალებულებს დაეხმაროს.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC