კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წლებია, გადასახადი ერიცხება

30 ივლისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივის მოსახლეობის პრობლემების და საჭიროებების მიმართულებით მონიტორინგს აგრძელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები 25 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ციცაგიანთკარში, ახრისსა და ჯარიაშენში ჩავიდნენ და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

ციცაგიანთკარში ძირითად პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენს. ადგილობრივების თქმით, სოფელში ერთი ჭაბურღილია, რომელიც მოსახლეობას სასმელი წყლით სრულად ვერ უზრუნველყოფს.

„დაგვპირდნენ სასმელი წყლის გაკეთებას. მეორე ჭაბურღილია გასაკეთებელი, მაგრამ ამ დრომდე დაპირება დაპირებად რჩება", - ამბობენ ადგილობრივები.
ადგილობრივების თქმით, მარცვლეული კულტურის აღებას ვერ ახერხებენ, რადგან  კომბაინის რიგში დგანან და ვიდრე რიგი მოუწევთ, მოსავალი ნახევრად უკვე გაფუჭებულია.

„ქერი და ხორბალია ასაღებია და ვერ ვიღებთ, რადგან ტექნიკა არ არის ხელმისაწვდომი“, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ციცაგიანთკარში არ აქვთ სოფლის ამბულატორია, ადგილობრივებს პირველადი სამედიცინო დახმარების მისაღებად რამდენიმე კილომეტრი გავლა უხდებათ მეზობელ სოფელ ახრისში მისასვლელად.

აქ საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ერთი ბანერი დგას. მავთულხლართების ნაცვლად ოკუპირებულ ტერიტორიას სარწყავი არხი ყოფს. გასულ წლებში, საოკუპაციო ძალებმა  ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე ადგილობრივი დააკავეს, როდესაც არხის იქით, პირუტყვის დასაბრუნებლად გადავიდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორის, ნინო ცაგარეიშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამა უნდა შეიმუშავოს და მიგრაციის შესაჩერებლად უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს სოფლებს.

„საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. ხალხთან საუბარში გამოიკვეთა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლის მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა უნდა გაიზარდოს. საოკუპაციო ხაზთან შექმნილი პრობლემები დაკავშირებულია უსაფრთხოების პრობლემებთან და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ყურდღება მიეცეს ამ სოფლებს, რადგან ფიქსირდება ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება უკანონო დაკავებებში. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად  ადგილზე უნდა განხორციელდეს ეფექტიანი  პატრულირება, რადგან ბოლო პერიოდში ადგილობრივების უკანონო დაკავებები კვლავ ხდება“, - აცხადებს ნინო ცაგარეიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში ადგილობრივების ნაკვეთების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი ერთ-ერთი დაზარალებულის ინტერესებს იცავს. მერებაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიზე დარჩენილ 17 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სახელმწიფო უკვე წლებია გადასახადს არიცხავს. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართა გორში მცხოვრებმა გ.ხ.-მ. მისი განმარტებით, 2012 წელს საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა მისი კუთვნილი 17 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მის სახელზე. მიუხედავად იმისა, რომ აცნობა ამ ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებებს და ითხოვა დახმარება, დღემდე არავითარი შედეგი მის თხოვნას არ მოჰყოლია. მეტიც, ოკუპირებულ მიწის ნაკვეთზე დღემდე ერიცხება საგადასახადო დავალიანება და ამ დავალიანების გამო ყადაღაც ადევს ოკუპირებულ უძრავ ქონებას. გადასახადის მოხსნის ნაწილში მივმართეთ საჩივრით შემოსავლების სამსახურს. ასევე, არაერთი მიმართვა გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა უწყების სახელზე, რათა სახელმწიფომ გ.ხ.-ს გაუწიოს შესაბამისი დახმარება, იქნება ეს დაკარგული მიწის ნაკვეთის შესაბამისი ფართის გამოყოფა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თუ ფულადი კომპენსაცია. დაველოდებით მიმართვების შედეგებს და არ არის გამორიცხული, მივმართოთ სასამართლოს გ.ხ.-სთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“, - აცხადებს მერებაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მონიტორინგს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ დაფინასებული პროექტის ფარგლებში ახორციელებდნენ, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების, გამოძიების მხარდაჭერას გულისხმობს.

ახალი ამბები