კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია უფლებადამცველების წინააღმდეგ კინოთეატრ „ამირანთან“ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის შესახებ

9 ნოემბერი, 2019
 
დღეს, 9 ნოემბერს, 18.00-ზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში (თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა), გაიმართება პრესკონფერენცია გუშინ, კინოთეატრ "ამირანთან" მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.

8 ნოემბერს, ლგბტ თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მიზნით, კინოთეატრ "ამირანთან" ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფილმის ნახვის მსურველებს და მათთან ერთად მყოფ უფლებადამცველებს  როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ თვალის არეში მძიმე საგანი ესროლეს სამოქალაქო აქტივისტს ანი სუბელიანს. ანის თქმით, მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს - იცნეს, და ამიტომაც ესროლეს თავის არეში მძიმე საგანი. ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა ადამიანებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე იქვე მყოფ ლგბტ აქტივისტს, თამაზ სოზაშვილს.

აღნიშნული ფაქტები იმას მოწმობს, რომ უფლებადამცველები, განსაკუთრებით კი ლგბტ აქტივისტები, თავადაც ხშირად ხდებიან მუქარის, თავდასხმის თუ სხვა შევიწროვების მსხვერპლი. ვინ დაიცავს თავად უფლებადამცველების უფლებებს? რამდენად რეალურია უფლებადამცველთა წინაშე მდგარი ფიზიკური განადგურების საფრთხე? ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თავმჯდომარე ბაია პატარაია.

ანი სუბელიანისა და თამაზ სოზაშვილის ინტერესებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები დაიცავენ.

ახალი ამბები