13:21, Wednesday, 02.12.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თბილისის მერია თბილისის ზღვაზე სახიფათო ადგილების დაცვის ვალდებულებას არ აღიარებს

26.12.2019

 
ქალაქ თბილისის მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მას დაევალა გამაფრთხილებელი ბანერებისა და ბარიერების დამონტაჟება თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც ბოლო წლებში რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო. 
 
ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის „სიკვდილის ზონა“ თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და აკრძალულია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეები არც ინფორმირებული არიან და არც გადაულახავი ბარიერი ეღობებათ. 2017 წელს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი. ერთი წლით ადრე იქვე დაიღუპა მაკა წიკლაურის ვაჟი, 14 წლის ნოდარ შამათავაც. ორმა დაზარალებულმა ოჯახმა 2017 წლის დეკემბერში ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღდეგ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.
 
თბილისის მერია უარს აცხადებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და მიაჩნია, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი. 
 
თბილისის მერიის სააპელაციო სარჩელის საპასუხოდ ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სააპელაციო შესაგებელი. დაზარალებული მხარე სააპელაციო სასამართლოში, ასევე, თვითონაც ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მას უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. 
 
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესი 2020 წლის 30 იანვარს გაიმართება. 

ამავე თემაზე "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება, იხ. ბმულზე 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC