კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აპოკალიფსი არ იქნება

25 მარტი, 2020
ლაზარე ჯიბლაძე 

ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა განსაზღვროს სამომავლოდ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული იდენტობის ესენცია. 

საქართველოს მოსახლეობამ არაერთი კრიზისისას ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად მძიმე წარსულისა, ჩვენს საზოგადოებას, კრიზისული სიტუაციების დროს, ერთმანეთის გვერდში დგომისა და საერთო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისთვის თავგანწირვაც შეუძლია. ამის ნათელი მაგალითი, სამამულო ომებსა და საერთაშორისო მისიებში თავგანწირული მებრძოლები, 2015 წლის 13 ივნისის კატასტროფის შემდეგ გაერთიანებული საზოგადოება, დღეს კი, სიცოცხლისთვის საშიში ვირუსის გავრცელების ფონზე, კვლავ უამრავი ადამიანია, რომლებიც რიგში დგანან სამოხალისეო საქმიანობისთვის. ერად - არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ საერთო აწმყო და მომავლის საერთო ხედვა გვაყალიბებს.

ზუსტად იმის თქმა, თუ რა გველოდება უახლოესი კვირების განმავლობაში, ალბათ, ყველასთვის ძნელი იქნება, მაგრამ ამ კრიზისის სიმწვავის მიუხედავად, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადავლახავთ დღეს ჩვენს წინაშე არსებულ სირთულეებს. კორონავირუსის დამანგრეველი ეფექტი აუცილებელია, ტრანსფორმირდეს ჩვენი ერთიანობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდაში. 

ამ ვირუსის ყველაზე ბნელი მხარე ის ფსიქოლოგიური დარტყმაა, რომელმაც დიდი მასშტაბები 23 მარტს მიიღო - საქართველოს ორი მუნიციპალიტეტის - ბოლნისისა და მარნეულის კარანტინში მოქცევის შემდეგ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას თან ახლდა ინტერნეტმომხმარებლის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების მასობრივი შემთხვევები. ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის შემცველი პოსტები და კომენტარები.

პირველ რიგში, საზოგადოების ყველა წევრმა უნდა გააცნობიეროს ამ კრიზისის პირობებში ერთიანობისა და თანადგომის უალტერნატიულობა. გავიაზროთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და ის, რომ მაღალ სამოქალაქო შეგნებას არ აქვს არც ეთნიკური წარმომავლობა და არც - რელიგია.

მედიასაშუალებებმა უნდა გამოავლინონ მაღალი პროფესიონალიზმი და სამოქალაქო თვითშეგნება და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სენსიტიური თემების გაშუქებისას სიძულვილის ენისა და სტიგმატიზაციის ყველა შესაძლებლობის გამორიცხვას.

მივესალმები ინფექციის გავრცელების აღკვეთის ყველა ლეგიტიმურ და საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ საშუალებას და იმედი მაქვს, ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდება უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის თითოეულ შემთხვევას.

ახალი ამბები