18:05, Thursday, 28.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოვაჭრეები გორის მერიას კერძო საკუთრების დაზიანებაში ადანაშაულებენ

28.04.2020

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

მარინა გაგლოშვილი ერთ-ერთია იმ გარემოვაჭრეებიდან, რომელიც გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურს კერძო საკუთრების დაზიანებაში ადანაშაულებს. ,,მოვიდნენ კომენდანტის საათის დროს და დაგვიშალეს დახლები. ოთხი მაგიდა მქონდა, თითოეული 500 ლარი დამიჯდა, მთლიანობაში 2 000 ლარის ზარალი მომაყენეს", - ამბობს გაგლოშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება 15 აპრილს, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მოქმედების დროს გადაწყვიტა. 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადების შემდეგ, ერთი-ერთი შეზღუდვა ღია ტიპის სავაჭრო ობიექტებსაც შეეხო. გორში ავტოსადგურის ტერიტორიაზე მოვაჭრეები ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას დაემორჩილნენ და ამიტომ მათთვის გაუგებარია, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული დახლების დაშლის გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ მათი თქმით, გორის მერთან მიღწეული შეთანხმებით, აგვიტოს თვემდე უნდა ევაჭრათ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემდეგ გადავიდოდნენ მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილზე.

,,მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ჩვენ ისედაც აღარ ვიდექით სავაჭროდ. გორის მერთან მოხდა შეთანხმება, რომ აგვისტოს თვემდე აქ გავაგრძელებდით კომერციულ საქმიანობას და შემდეგ გადავიდოდით იმ ადგილზე, რასაც შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ ეს შეთანხმებაც დაივიწყეს, ისარგებლეს საგანგებო მდგომარეობით და კიდევ დამატებით ზარალი მოგვაყენეს ჩვენი კერძო საკუთრების დაზიანებით", - აღნიშნა მარინა გაგლოშვილმა.

,,ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობით ისარგებლა და გარევაჭრობის პრობლემა კომენდანტის საათის დროს მოაგვარა", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი ვასილისა ჯაბახიძე. მისი თქმით, ისედაც დაზარალებული მოვაჭრეები გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კიდევ უფრო მეტად დააზარალა, როდესაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დახლების დემონტაჟი დაიწყეს.

,,სამწუხაროა, როდესაც პანდემიის დროს, მხარის გუბერნატორი და გორის მუნიციპალიტეტის მერი იცლის იმისთვის, რომ გარე მოვაჭრეები ლუკმა-პურის გარეშე დატოვონ. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები ყველა რეკომენდაციას იცავდნენ, ზედამხვედელობის სამსახურმა კი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, კომენდანტის საათის დროს მოიცალა იმისთვის, რომ ადამიანებს დაუზიანეს კერძო საკუთრება", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

მოვაჭრეებისა და ოპოზიციისგან განსხვავებით მხარის რწმუნებული მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გარევაჭრობის დახლების დაშლაში უკანონობას ვერ ხედავს.

,,არანირი დარბევა არ მომხდარა. ეს ის ჯგუფი იყო, რომლისთვისაც მერიას მრავლგზის ჰქონდა მიმართული, რომ უნდა დაშლილიყო მსგავსი თავშეყრის ადგილები, რადგან მაღალია ვირუსის გავრცელების საფრთხე“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ის, რომ საგანგებო მდგომარეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარევაჭრობის შეზღუდვის ნაცვლად მისი აკრძალვისათვის გამოიყენა, ამაზე კითხვებს გორის მერიის პოზიციაც აჩენს, როდესაც ავტოსადგურის ტერიტორიიდან აყრილ მოვაჭრეებს სხვა ალტერნატიულ ადგილებს სთავაზობენ, სადაც ვაჭრობა დაშვებულია.

„დახლების ნაწილი წაიღეს, ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ წაუღიათ, უფლება აქვთ, წაიღონ. რაც შეეხება დანარჩენს, გარევაჭრობა ისედაც აკრძალულია და აქამდეც არაერთხელ იყვნენ ისინი გაფრთხილებულები. მერია მათ სთავაზობს ალტერნატიულ ფართებს იმ ადგილებზე, სადაც ვაჭრობა დაშვებულია. მაგალითისთვის, ბაზარი „ოცდამეერთეს“ ტერიტორია, ასევე წმინდა წყალზე, შიო მღვიმელის ქუჩაზე და სხვა", - განმარტავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნათია მდინარიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, მერიას გარემოვაჭრეები  წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა დახლების დაშლის შესახებ, და თუ მოვაჭრეები ზომებს არ მიიღებდნენ, ამ შემთხვევაში უნდა დაეწყოთ მისი დემონტაჟი ისე, რომ სხვისი კერძო საკუთრება არ დაეზიანებინათ.

„თუ დახლების დაშლის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილეს მოვაჭრეები, რათა თავად უზრუნველეყოთ დახლების დემონტაჟი, მაშინ ამ შემთხვევაში, მოვაჭრეთა უფლებები უხეშად დარღვიეს“, - აცხადებს მერებაშვილი.

მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ, რადგან დახლების ნაწილი დემონტაჟის დროს ისე დააზიანეს, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილებზე, კომერციული საქმიანობის გასაგრძელებლად, ვეღარ გამოიყენებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC