10:33, Friday, 18.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს

01.07.2020

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

26 ივნისს, პარტიის წევრებს “ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის ოფისი დარბეული დახვდათ. ინციდენტის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ჩამსხვრეულია ოფისის მინები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა.

,,რაც ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, ეს უკვე ჩვენს ოფისზე თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა. წინა შემთხვევებში სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ თავდამსხმელები იყვნენ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები, ერთ-ერთი იყო მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელიც მოგვივარდა ოფისში და მინები ჩაგვიმსხვრია. დღეს რა მოხდა ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აქამდე მომხდარი არცერთი ფაქტი სამართალდამცავებს არ გამოუძიებიათ", - აცხადებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი.

თვითმხილველების თქმით, პირი, რომელიც ოპოზიციური პარტიის ოფისს თავს დაესხა, შუახნის მამაკაცია, რომელმაც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევის შემდეგ თვითმხილველებს ეუბნებოდა რომ პოლიციაში დაერეკათ.

,,მამაკაცი, რომელიც ოფისს აზიანებდა, მითხრა ვიდეო გადამეღო და პოლიციაში დამერეკა", - აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს.

,,დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე, ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", -აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დარბეულ ოფისთან მისული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მომხდარ ფაქტს ხელისუფლებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ოფისის დარბევა მათ დასაშინებლად მოხდა.

,,მთლიანად დარბეულია ოფისი, არჩევნების წინ მიზანმიმართულად მოხდა ჩვენს ოფისზე თავდასხმა და ვფიქრობთ, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს დაწყებული აქტიური კამპანია ხელისუფლების მხილების. ვარიგებთ გაზეთებს, სადაც საუბარია იმ სასახლეებზე, რომელებიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აიშენეს ხალხის ფულით და ასეთი ფორმით გვისწორდებიან წინასაარჩევნოდ", - აცახდებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კახა ლობჟანიძე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობენ. ,,ქართული ოცნებიდან" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, მიხეილ გოგინაშვილის განცხადებით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" თავად დაარბია ოფისი, რომ შემდეგ ,,ქართულ ოცნებას" დაბრალებოდა.

„ვურჩევ სისულელეებს თავი დაანებონ. ვის რათ უნდა მათი ოფისი. ეს ყველაფერი თვითონ გააკეთეს, რომ აჟიოტაჟი გამოიწვიონ და ყურადღება მიიქციონ, რადგან ხვდებიან, რომ არჩევნებს აგებენ და გამწარებულები არიან. ქართულ ოცნებას საერთოდ არ სჭირდება მათი ოფისი" - განაცხადა მიხეილ გოგინაშვილმა.

ოფისის დარბევიდან მეორე დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ბადრი ბასიშვილმა ბრიფინგი გამართა და ის პიროვნება დაასახელა, რომელმაც მათი ოფისი დაარბია. ბასიშვილის განცხადებით ეს პირი დავით შოთაშვილია, რომელიც ქართული ოცნების აქტივისტია და 2013-2017 წლებში გორის მერიის კულტურის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი იყო. ,,ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, რომ დავით შოთაშვილმა ოპოზიციური პარტიის ოფისი ჩინოვნიკების დავალებით დაარბია.  აღნიშნულ ბრალდებას მმართველ გუნდში უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე წელია,  რაც დავით შოთაშვილი ,,ქართული ოცნების" წევრი აღარ არის და არც მერიის ა(ა)იპ-ში აღარ მუშაობდა.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC