კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მოქალაქეს 3000-ლარიანი ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს

28 სექტემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმატებით დაასრულა კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომელიც პანდემიის გავრცელების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან უსამართლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეს შეეხებოდა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქე ვ.წ-მ. მის მიმართ 2020 წლის 3 აპრილს პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც დაჯარიმდა 3000 ლარით საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ვ.წ-ს მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობების, კერძოდ - კომენდანტის საათის დარღვევა, გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, რაც უკავშირდებოდა მცირეწლოვანი ბავშის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ჩართულობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა ერთჯერადად ადმინისტრაციულ ორგანოში. ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში ორგანიზაციამ საჩივარზე პასუხი არ მიიღო, იურისტმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა კასპის მაგისტრატ სასამართლოს. 

საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა დღეს - 28 სექტემბერს. სხდომაზე შსს-ს იურისტმა წარმოადგინა 16 სექტემბერს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რითაც დაკმაყოფილებული იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ადმინისტრაციული საჩივარი. ამ დადგენილების საფუძველზე მოქალაქე ვ.წ-ს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, რითაც გაუქმდა 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმის წარმოება შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამი პარტნიორი ორგანიზაცია - ISFED, GDI და HRC.

ადამინის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები