კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო სუბსიდიები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

7 ოქტომბერი, 2020
 
2020 წლის 12 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, კორონავირუსის პანდემიის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, გეგმა ფერმერების დახმარებას ითვალისწინებს და მასში შედის როგორც უკვე არსებული მხარდამჭერი პროგრამები, ასევე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დამატებითი რესურსები, რომლის მთლიანი ღირებულება 300 მილიონი ლარია. 

ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“ რამდენიმე პუნქტისგან შედგება, რომელთაგან ყველაზე მეტი პრობლემა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების მიერ, სიტუაციის ადგილზე გაცნობიდან, მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამაში იდენტიფიცირდა, რომლის ჯამური ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.

მცირემიწიანი ფერმერების დახმარება:

  • 0.25 ჰექტრიდან - 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ხვნის მომსახურების სუბსიდირება.
  • 1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდირების რაოდენობა არის 200 ლარი. დახმარებას მიიღებს 200 000 ფერმერი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.
  • სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად.
 სამწუხაროდ, მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულმა გეგმამ ვერ უზრუნველყო არსებული პრობლემების აღმოფხვრა და, ამ ეტაპზეც, კვლავ დახმარების მიღმა ტოვებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ იმ პირებსა და ფერმერებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას. 

გეგმის მიხედვით, ფერმერები, რომელთაც დარეგისტრირებული აქვთ მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებენ სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით დახმარებას (მაგალითად, საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომელთაც 10 ჰა მიწა აქვთ, მიიღებენ 2000 ლარს), რაც გულისხმობს იმას, რომ მსხვილი და საშუალო საფერმერო მეურნეობები მხარდაჭერას მათი მიწის ნაკვეთის ოდენობის პირდაპირპროპორციულად მიიღებენ. ხოლო ის ფერმერები, რომელთაც მიწის ნაკვეთი არ აქვთ რეგისტრირებული, დახმარებას მიიღებენ, თუკი წლის ბოლომდე შეძლებენ მიწაზე ქონების რეგისტრაციას. ეს მოთხოვნა კი, გეგმით დასახული მიზნების მიღწევის ბერკეტს წარმოადგენს. კერძოდ, სახელმწიფოს სოციალური დახმარებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხები, დამოკიდებულია საკუთრებაში არსებული ქონების რაოდენობაზე. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიკატორია მიწის რესურსების რაოდენობა, რის გამოც, სხვადასხვა პერიოდში მიწის რეფორმების დაგეგმილ ღონისძიებებში მიმართვიანობა, ყოველთვის დაბალია. მსგავსი მაჩვენებელია საანგარიშო პერიოდშიც. ამასთან, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის დღემდე გაურკვეველია, როგორ ზეგავლენას მოახდენს მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია სოციალურ დახმარებასა და სხვა ერთჯერადი ხასიათის სერვისებით სარგებლობაზე. 

მთავრობის გეგმის თანახმად, აგროდიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად   უნდა გამოცხადნენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და   თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სხვა პირის გამოცხადების შემთხვევაში,  პირს თან უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა.

ბარათის მიღების ასეთი წინაპირობა გადაულახავი ბარიერია იმ მიწათმესაკუთრეთათვის, ვინც უცხოეთში სამუშაოდ, სამკურნალოდ თუ სხვა მიზნებისთვის ცხოვრობს. იმისათვის, რომ მათ ბარათების მიღება შეძლონ, საჭიროა დისტანციურ რეჟიმში, ნოტარიუსის დახმარებით, მინდობილობის გაკეთება, რაც, ხშირად, პრაქტიკულად შეუძლებელია, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ იგი გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული; ან/და, შესაძლოა, მოხდეს ბარათის სხვა პირისთვის გადაცემა (მაგალითად, გაყიდვა), რაც პროგრამის მიზნების განხორიცელებისათვის ხელშემშლელი ფაქტორია, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ვერ მოხდება კონკრეტულ პირთა სოციალური საჭიროების დაკმაყოფილება. 

ამას გარდა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ,,აგრო ბარათების" გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხი.  

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ ყველა ფერმერი, რომელიც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ დიზელის საწვავს, საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენდნენ. მინისტრის განცხადებით გაირკვა, რომ პროგრამის ფარგლებში იაფი დიზელის მომწოდებელ კომპანიად SOCAR Georgia Petrolium-ის შეირჩა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები სოფლად მცხოვრებ გლეხებსა და ფერმერებს გაესაუბრნენ საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი და ადვოკატირება პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში განხორციელებული ვიზიტების დროს. საუბრისას ფერმერმები აღნიშნავდნენ, რომ სოკარის ბენზინგასამართი სადგურები ხშირად სოფლიდან ძალიან დაშორებულია და ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავის ოდენობა აზრს უკარგავს სუბსიდირების ფარგლებში მიღებული ვაუჩერების განაღდებას. 
 
რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: 
  •  ანტიკრიზისული გეგმის დოკუმენტის შემუშავებისას, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული სხვადასხვის ჯგუფის ინდივიდუალური პრობლემები და საჭიროებები და სოციალური დახმარების აქტივობების რეალიზებისათვის გადასადგმელი ნაბიჯების ყველაზე მისაღები და მარტივი პროცედურები. აღნიშნული მოთხოვნები, უნდა იქნას გათვალისწინებული მსგავსი აქტივობების დაგეგმვა/შემუშავების ნებისმიერ ეტაპზე, რათა სრულყოფილად შესრულდეს ანტიკრიზისული გეგმით დასახული მიზნები.
  • მხედველობაში იქნას მიღებული  სოციალური დახმარების მიღების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები, რის გამოც, მოქალაქეები თავს იკავებენ  მიწის საკუთრებაში რეგისტრაციისაგან. 
  • ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, შემუშავებულ იქნას სპეციალური სოციალური დახმარების პაკეტი, რომელიც უშუალოდ მოიცავს ყველა იმ პირს, რომელიც ამ პერიოდში ვერ შეძლებს მიწის საკუთრებაში რეგისტრაციას.

ახალი ამბები