19:23, Thursday, 25.02.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი „სირცხვილიას“ აქტივისტების სასამართლო პროცესს დააკვირდა

17.11.2020

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ სამი აქტივისტის - ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის (დამფუძნებლები და აქციის ორგანიზატორები) ადმინისტრაციული სამართალწარმოების სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

სამივე აქტივისტი, სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დააკავეს 9 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, რომელიც 22:00 საათიდან სწორედ „სირცხვილიას“ ორგანიზებით უნდა გაგრძელებულიყო. დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა. 

10 და 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაიმართა დაკავებულ პირთა სასამართლო სხდომები. მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რითაც სავარაუდოდ დადასტურდებოდა სამართალდარღვევის ფაქტი ან შეწყდებოდა მიმდინარე ადმინისტრაციული საქმე.

შსს-მ სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა მასმედიის საშუალებით გასული პირდაპირი ეთერის ვიდეოკადრები ალექსი მაჭავარიანის მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტთან, ასევე - მის დაკავებასთან დაკავშირებით. ნოდარ რუხაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-მ მტკიცებულების სახით მხოლოდ მისი დამკავებელი პოლიციელების ჩვენებები წარმოადგინა. გიორგი მჟავანაძესთან დაკავშირებით კი პროცესზე წარმოდგენილი იყო მისი დაკავების ამსახველი ტელევიზიების პირდაპირი ეთერის ვიდეოკადრები, ასევე - პოლიციელთა ჩვენებები. ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი მტკიცებულებები (სამხრე კამერის ჩანაწერები ან სხვა სახის ვიდეომტკიცებულება) შსს-ს მიერ არ იყო წარმოდგენილი.

პროცესზე დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია არც ერთი დაკავებულის მხრიდან. დაკავებები ატარებდა პრევენციულ ხასიათს და არანაირი დაკავების საფუძველი არ არსებობდა. მაჭავარიანის ბრალთან მიმართებით, განხილვის საგანს წარმოადგენდა, საპროტესტო აქციაზე გათბობის მიზნით ცეცხლის დასანთებად მიტანილი შეშა რამდენად წარმოადგენდა საქართველოს კანონის - „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ აკრძალულ საგანს. ასევე, მსჯელობის საგანი იყო, პოლიციელის მოთხოვნა რამდენად იყო კანონიერი და რაში გამოიხატა დაკავებულის დაუმორჩილებლობა. რუხაძის და მჟავანაძის ბრალთან მიმართებით მნიშვნელოვანი გარემოება იყო - რაში გამოიხატა, ერთი მხრივ, წვრილმანი ხულიგნობა და მეორე მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა. 

დაცვის მხარემ პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებული გიორგი მჟავანაძის მიმართ, შსს-ს საპატრულო პოლიციის ეზოში მიყვანისას, პოლიციელთა მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ადვოკატის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება. ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა გიორგი მჟავანაძე და დანიშნულია ექსპერტიზა.

სამივე დაკავებული სასამართლომ ცნო სამართალდარღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ალექსი მაჭავარიანი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.  

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ნოდარ რუხაძე დაჯარიმდა 1500 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გიორგი მჟავანაძეს შეეფარდა 3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთებოდა დაკავებულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემყარება მტკიცებულებათა ერთობლიობას. მოსამართლე დაეყრდნო პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებს, რომლებიც არ იყო გამყარებული უშუალოდ სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეომტკიცებულებებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო სხდომებს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დააკვირდა. ამ პროცესის გარდა მონიტორინგი ეხება კიდევ 23 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეს. 

პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED)

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC