კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მონიტორინგი - ანალიტიკური დოკუმენტების კრებული

11 დეკემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მონიტორინგთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების კრებული გამოაქვეყნა.  

კრებული 2020 წლის განმავლობაში მომზადებულ 6 ანალიტიკურ დოკუმენტს აერთიანებს:
  1. გიორგის უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შეფასება;
  2. 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი;
  3.  ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება;  
  4. გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე - სამართლებრივი ანალიზი;
  5. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სამართლებრივი შეფასება;
  6. დისტანციურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
ანალიტიკურ დოკუმენტებში გაანალიზებულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სახვადასხვა აქტუალური პრობლემები, რაც გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის მიმდინარეობისას.

სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა ანალიზი, სხვადასხვა კვალიფიციურ წყაროებთან ერთად, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის შედეგებს, ადვოკატთა მიერ მოწოდებული საქმეების მასალების, ევროპის საბჭოსა (Council of Europe) და საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) მიერ შემუშავებული, პოლიტიკური პატიმრის შესახებ კრიტერიუმებს. ამასთანავე, კვლევებში გამოყენებულია  შედარებითი სამართლებრივი ანალიზი.

ანალიტიკური კრებული მომზადდა პროექტ „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ ამ დრომდე 25 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმე მოექცა.

პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ მხარდამჭერია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
 

ახალი ამბები