კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს

5 თებერვალი, 2021
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული   სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო პროცესებზე, ასევე - საპროტესტო აქციებზე დაკვირვებას. პროექტი ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით  2021 წლის 1 თებერვალს განახლდა და  2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

2021 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრი საერთო სასამართლოებში დააკვირდება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ  ახალ 20 სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც  მიმართული იქნება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების ან/და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, გააგრძელებს მონიტორინგს საერთო სასამართლოებში მიმდინარე 25 სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეზე. 

სასამართლო პროცესებს და საპროტესტო აქციებს პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი/ჟურნალისტიც დააკვირდება. მიმდინარე მოვლენების თაობაზე იგი ინფორმაციას  ქართულ და ინგლისურ ენებზე გაავრცელებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ფეისბუკ გვერდზე, ტვიტერზე, სხვა სოციალურ არხებზე და ასევე, მიაწვდის მედიას.

პროექტის მიმდინარეობისას ანალიტიკოსი იურისტი მოამზადებს ანალიტიკურ პუბლიკაციებს სასამართლოებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგის პირველადი შედეგების შესაფასებლად. მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და მიგნებების შესახებ გამოქვეყნდება შემაჯამებელი შუალედური და საბოლოო ანგარიშები. ანგარიშებში აისახება რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება კონფერენციაზე, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედია და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენციის დროს, ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების ფარგლებში, ანგარიშში ასახული ძირითადი მიგნებები და პრობლემები განიხილება დისკუსიის რეჟიმში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგის შედეგების და მიგნებების ადვოკატირებას საერთაშორისო დონეზეც განახორციელებს. ამ მიზნით ცენტრის წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს ისეთ სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ კონფერენცია/ფორუმების პარალელურ შეხვედრებში, როგორიცაა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო, ევროკავშირის ინსტიტუტები და გაერო. ამ შეხვედრების ორგანიზებაში ცენტრს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარებიან. 

2020 წლის 1 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  ორგანიზაციის  იურისტ-მონიტორები მონიტორინგს  უწევდნენ  სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივისტების, ჯგუფების  და თემების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ მოექცა 25 სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე და 57 საპროტესტო აქცია. 

პრესრელიზი მომზადდა პროექტით - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერს ფონდი ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის’’ (NED). 

ახალი ამბები